მოდელმა თამო ვაშალომიძემ 33 წლის იუბილე, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ბათუმში აღნიშნა.
მოგვიანებით თამომ ინსტაგრამ-სთორიში გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ამბობდა რომ შეუძლოდ იყო. მისი თქმით, მოიწამლა და რამდენიმე გადასხმის გაკეთება დასჭირდა.
„მთელი დღე ზარები და შეტყობინებები არ წყდებოდა. ახლა მოვედი გონს. ნერვები მეშლება, მოვიწამლე, ორი გადასხმა გავიკეთე. ყველა გეგმა რაც მქონდა გავაუქმე. მთელი დღეა ვწევარ. წამლებით ხელში, გადასხმებით, გული მაქვს ცუდად. ასე დასრულდა ჩემი დაბადების დღე. ყოველთვის ხომ ვერ იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს. მე ასე ცუდად, როგორ ცუდადაც გუშინ ვიყავი, არ ვყოფილვარ ხალხო. ვლოცულობდი პირდაპირი მნიშვნელობით – ღმერთო მეთქი ახლა გადამარჩინე. ფეხზე ვერ ვდგებოდი. თმას შეხედეთ არც დამივარცხნია, კრემებიც არ წამისვია” – ამბობს თამო ვაშალომიძე