რას ჰყვება ნიკა წულუკიძე გიორგი ყიფშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – უახლესი ინფორმაცია (ვიდეო)

ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრი „nazaraliev medical“, რომელიც ყირგიზეთში მდებარეობს, სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის, ნიკა წულუკიძის ვიდეოს აქვეყნებს.

ნიკა წულუკიძე მსახიობ გიორგი ყიფშიძესთან ერთად კლინიკაში იმყოფება და ვიდეოში მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

„მეორე დღეა რაც ჩამოვედით, დღეს პირველი კომა გაუკეთეს გიორგის. ახლა გამოიყვანეს, დაწვა პალატაში და რამდენიმე საათი იქნება ასე. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ და სპეციალური პროცედურები უტარდება. სულ ერთთვიან მკურნალობაში რამდენიმე კომა განმეორდება. გამომდინარე იმ სტაჟიდან, რაც დამოკიდებული ხარ სხვა და სხვა ნივთიერებაზე. ვუსურვოთ გიორგის ჯანმრთელობა და მაგრად ყოფნა“, – ამბობს ნიკა წულუკიძე.

ვიდეო:

@nazaraliev.medical

დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

♬ Encouragement and Meditation Piano(1439281) – MaxRecStudio
შესაძლოა დაგაინტერესოთ