ძლიერი ქარი და სეტყვა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების ფონზე, წყალმოვარდნებისა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების რისკზე აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდის გაუარესება მოსალოდნელია რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

„13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.

28 ნახვები