“ვისაც ჰგონია, რომ სატელეფონო და სმს-ზეწოლები შერჩება, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!” – რა ინფორმაციას აჟღერებს ელისო ბოლქვაძე?

“ქართული ოცნების” დეპუტატის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყნებში მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა დასჯადია. მისი თქმითვე, საქართველოს პარლამენტი მალე კვლევას ჩაატარებს, რათა “შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ”

“მათ, ვისაც ჰგონია, რომ სატელეფონო და სმს-ზეწოლები შერჩება, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!

დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა!

კანონი ითვალოსწინებს ციხეს და ჯარიმას 15 000 ევროს ოდენობით!

საქართველოს პარლამენტი სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ, რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში” – წერს ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ელისო ბოლქვაძე გუშინ განაცხადა, რომ მას ტელეფონზე მუქარის შემცველ მესიჯებს უგზავნიან.

შესაძლოა დაგაინტერესოთ