“ასე იპარავენ ყვავილებს საფლავებიდან” – ვიდეოს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” აქვეყნებს.
“სასაფლაოდან არაფერი არ უნდა წამოიღო, საკვების გარდა. მაგრამ ამათ სახლში კი არ მიაქვთ, ყიდიან ხელახლა. ჯანდაბას, გაყიდონ, მაგრამ ვინც ყიდულობს საჩუქრად, როგორია?
და მე ეს ყვავილი უნდა ვიყიდო და ვაჩუქო ადამიანს… ფუ შენი ქალობა…
მამის საფლავიდან ბზაც მომპარეს, ყვავილები ძირებიანად. მართლა აღარაფერი წმინდა აღარ დარჩა ამ ხალხისთვის…
სახეს რატომ უფარავთ? პირიქით, უნდა გამოაჩინოთ და ნახოს ხალხმა ნაძირლების ხროვა…
სხვა არაფერი მოიპარონ და ყვავილებს არა უშავს. თუ გაჭირვების გამო იპარავს, მივუტევოთ და ფაქტია, რომ უჭირს… ერთია და სასურველი, ამის კეთება არ უწევდეს. მორალურად ძალიან რთულია ჩემი გადასახედიდან, მაგრამ ხალხის ყოფიდან გამომდინარე, შესანდობი და გასაგები.
სასაფლაოდან წამოღებულს და ხელმეორეთ გაყიდულ ყვავილს რა აურა უნდა ჰქონდეს, არც არაფრის გწამთ, ხალხნო და არც არაფრის გეშინიათ? ამ ყვავილს რომ მერე ცოცხალ ადამიანს მიუტანენ. ესე იგი, მართალი ვყოფილვარ, მთელი ცხოვრება იმას ვიძახი, რომ არ მიყვარს ყვავილი ვაზაში, და არც არასდროს მიჩუქნია. მიყვარს დარგული, რომელიც ცოცხალია…
ეს გაჭირვების ბრალი არ არის, უსინდისობა ჰქვია ამას.
სახე არ უნდა დაფაროთ, ყველამ უნდა ნახოს, ვინ არის. ადამიანი ასეთ საქციელს რომ იკადრებს, ადამიანი, ქალი, დედა როგორ უნდა ვუწოდოთ?! წმინდა აღარაფერი დატოვეს…
საბურთალოს სასაფლაო ასუფთავებულია სულ, 1 წლის ბავშვის საფლავიდან მპარავენ ყვავილებს… მეტი ფსკერი რაღა გინდათ. ოღონდ სასაფლაოს ადმინისტრაციამაც იცის და ყველასთვის ოქეია” – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.