როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

12 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +31 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდია ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გურჯაანში უნალექო დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +37 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

38 ნახვები