გურული ბლოგერი გივიკო დიდია ამბობს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით, მის სახელს ბოროტად იყენებენ და ამით სხვებიც ზარალდებიან.
„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვიღაც თაღლითი ჩემი სახელით აკეთებს უამრავ ფეისბუქ გვერდს, ცდილობს თქვენს შეცდომაში შეყვანას. ნუ მისცემთ თქვენს პირად მონაცემებზე წვდომას, რადგან ეს არაადამიანი ფულის გამო, სხვისი სახელით ყველაფერს კადრულობს !
პ.ს ეს არის ჩემი გვერდი. მე თქვენ წლებია მხოლოდ აქედან გეკონტაქტებით. მიყვარხართ“, – წერს ბლოგერი.