ნაკრების ფეხბურთელების მიმართ მუქარის მუხლით, ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმას პატიმრობა შეეფარდა – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა და რას აცხადებს ვაკო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ერთი პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის არ­ყოფ­ნის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და და რო­გორც ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს, ისე ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და­ე­მუქ­რა.

“მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მუ­ქა­რა) წა­რედ­გი­ნა.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 1 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, საქ­მე ეხე­ბა ფეხ­ბურ­თელ ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლის ცო­ლისძმას. 2022 წელს “შა­ბა­თის ფორ­მუ­ლამ” გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­თა და ცე­მით ემუქ­რე­ბი­ან. “ფორ­მუ­ლას” ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ის­მის 32 წლის ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც უკ­მა­ყო­ფი­ლოა იმის გამო, რომ “ერთა ლი­გის” მატჩში, როცა სა­ქარ­თვე­ლომ ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას 2:0 მო­უ­გო, ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი ვერ მოხ­ვდა. ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლის ცო­ლის ძმაა.

წყარო: ambebi.ge

ვაკო ყაზაიშვილი ცოლის ძმის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა [VIDEO]

ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მისი ცოლის ძმის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უკვე მესამედ გახდა უკანონო დაკავების მსხვერპლი.

“წინა ორ შემთხვევაში ის გამართლდა და გათავისუფლდა, ამჯერად კიდევ ერთხელ მოხდა მისი დაკავება აბსურდული მიზეზით. საუბარია კვლავ იარაღის უკანონო ტარებაზე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება სხვადასხვა გარემოების გამო. მსგავსი გამოხმაურებები ჩემი მხრიდან ნამდვილად უჩვეულოა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება და უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება”, – აღნიშნა ვაკო ყაზაიშვილმა.

მისი მეუღლის, გვანცა ნიშნიანიძის ვიდეომიმართვაში კი ნათქვამია, რომ მისძმას არაერთხელ დაემუქრნენ იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებით. ერთხელ, მსგავსი ბრალდებით დაკავებისას კი ის გამართლდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: Reitingi.ge

22 ნახვები