AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.
C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
რაც შეეხება საერთაშორისო მართვის მოწმობას, მისი მოქმედების ვადა 3 წლით არის განსაზღვრული (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა). მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.
ცნობილია მართვის მოწმობის შეცვლის საფასურიც და ის 15 ლარს შეადგენს.