“8 წლის ბიჭი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა…”- კანადიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული ქართველი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მო­ზარ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი დე­ი­და, თა­მუ­ნა ბე­ლი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თას:

“ჩვე­ნი პა­ტა­რა ვარ­სკვლავ­ბი­ჭუ­ნა, ჩემი დის­შვი­ლი კონ­სტან­ტი­ნე, ჩვე­ნი wonder boy, ჩვე­ნი space wanderer აღარ გვყავს! ყო­ველ­თვის ცის ბიჭი იყო და გა­მო­ე­კე­რა ცას, შე­უ­ერ­თდა მა­ნა­თო­ბე­ლი ვარ­სკვლა­ვი სხვა ვარ­სკვლა­ვებს. არც მჯე­რა ამ პოსტს რომ ვწერ. კონ­სტან­ტი­ნე კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქეა და ტრა­გი­კუ­ლად დაგ­ვე­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის დროს… ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზის გა­და­სას­ვე­ნებ­ლად და კა­ნა­და­ში და­საკ­რძა­ლად დიდი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო… გთხოვთ, ვინც გულ­თან მი­ი­ტანთ ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას, გა­ა­ზი­ა­რეთ პოს­ტი… გმად­ლობთ“, – წერს და­ღუ­პუ­ლი ბავ­შის დე­ი­და.

gofundme.com -ზე, სა­დაც ოჯა­ხი ბი­ჭის გა­და­სას­ვე­ნე­ბელ თან­ხას აგ­რო­ვებს, მშობ­ლე­ბი სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზეც წე­რენ.

“ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით ვი­ზი­ა­რებთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კონ­სტან­ტი­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს. რო­გორც ზო­გი­ერ­თმა თქვენ­გან­მა უკვე იცით, ორ­შა­ბათს, 8 ივ­ლისს, 2024 წელს, დე­დას­თან და პა­ტა­რა ძმას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბის დროს, ის მე­ო­თხე სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და.

კონ­სტან­ტი­ნე გა­სულ თვეს 8 წლის გახ­და. ის იყო ბედ­ნი­ე­რი, აქ­ტი­უ­რი, ნა­თე­ლი, კე­თი­ლი და ნაზი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც ყვე­ლა აღ­მერ­თებ­და. ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც მისი მშობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ამ და­კარ­გვის გამო, აუ­ტა­ნე­ლია.

შვი­ლის ნეშ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­დან კა­ნა­და­ში გა­და­სას­ვე­ნებ­ლად, კონ­სტან­ტი­ნეს მშობ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. მო­დით გა­ვერ­თი­ან­დეთ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რათა პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ კონ­სტან­ტი­ნეს ხსოვ­ნას და შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ოჯა­ხის ტვირ­თი.

წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას სი­კე­თი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის.

ირი­ნა – მა­ცა­სა და ალექ­სის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი (კონ­სტან­ტი­ნეს მშობ­ლე­ბი).“

წყარო: ambebi.ge

118 ნახვები