11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ამიტომ ხშირად უფრო ენერგიული და ხალისიანი ადამიანები გიზიდავთ. ეცადეთ წარსული გამოცდილებიდან ისწავლოთ, შეცდომები გამოასწოროთ და აღარასოდეს გაიმეოროთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გიღალატეს, რადგან მათ ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეუძლიათ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და აკონტროლეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

კურო

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ. მოერიდეთ დასკვნების გამოტანას, სანამ მიღებულ ინფორმაციას არ შეისწავლით. ხალხმრავლობას ერიდეთ. უმჯობესია, ეს დღე საკუთარ თავთან განმარტოებით გაატაროთ. ნუ ეცდებით იმის შენარჩუნებას, რამაც თქვენს თვალში ფასი დაკარგა. დაიცავით წესები, ფრთხილად, რისკის გარეშე იმოქმედეთ და წარმატებას მიაღწევთ.

ტყუპები

მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ეცადეთ არ გადაიღალოთ და ძილი არ დაიკლოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებიც შესაძლოა, ვერ შეასრულოთ. ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა. უზარმაზარი მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ იმისთვის, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

კირჩხიბი

გირჩევთ ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ, დაგროვილი პრობლემები განიხილოთ და ოჯახის ბიუჯეტი დაგეგმოთ. არ ინერვიულოთ მეგობრებთან, ოჯახთან ან ბავშვებთან შესაძლო კონფლიქტის გამო, თქვენი შეხვედრები მაინც გულწრფელ ატმოსფეროში წარიმართება. ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ პრობლემას მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან არ უყუროთ და პასუხისმგებლობა აიღოთ.

ლომი

გირჩევთ ზედმეტ პრაქტიკულობას და რაციონალიზმს მოერიდოთ – შეიძლება ეს გარშემომყოფებმა არასწორად გაიგონ. ეცადეთ მოდუნდეთ და გამოსავალს უფრო ადვილად იპოვით. არის დღეები, როცა სურვილების დათრგუნვა გვიწევს და დღეს სწორედ ასეთი დღეა. შეეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ფხიზლად იყავით, თქვენი მტრები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და თქვენს დაზიანებას ცდილობენ.

ქალწული

მშვენიერი დღეა ხანმოკლე რომანების, პაემნებისა და ფლირტისთვის. პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით ამ დღეს ნებისმიერს მოხიბლავთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს – შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან არასასურველ ადამიანებს შეხვდეთ. იმისთვის, რომ ამ დღემ მეტი დადებითი ემოცია მოგიტანოთ, უნდა შეეგუოთ, რომ ყველაფერი თქვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული.

სასწორი

ამ დღეს საკუთარი შრომის ნაყოფს მოიწევთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი დაიწყება, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება ივარაუდოთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ პარტნიორს უფრო ხშირად და ყურადღებით მოუსმინოთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ახალი შეთავაზება მიიღოთ, რომელმაც შეიძლება თქვენი შესაძლებლობები და ნიჭი გამოავლინოს. იმედს ნუ დაკარგავთ, თუნდაც პრობლემებს თავს ვერ აღწევდეთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობის ან გატაცებისთვის. წარმატების მისაღწევად თქვენი ყოველი ნაბიჯი ლოგიკურად უნდა გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო გაუგებრობებს თავიდან ვერ აიცილებთ.

მშვილდოსანი

ნუ გამოიჩენთ ინიციატივას სამსახურში და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე დაძლევა შეგიძლიათ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება არაერთი სირთულე და დაბრკოლება შეგხვდეთ. სამსახურში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება, მაგრამ ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ უნდა გაამხილოთ და, ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი უნდა იყოთ.

თხის რქა

ამ დღეს ხმაურიან წვეულებებს უნდა ერიდოთ და უპირატესობა წყნარ და მყუდრო ადგილებს მიანიჭოთ. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი თქვენს ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

მერწყული

ვინც კარგად არ გიცნობთ, ამ დღეს ზედაპირული და არასერიოზული მოეჩვენებით. გირჩევთ საკუთარ პრინციპებს გაუფრთხილდეთ და კარგად გაიაზროთ რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ახალი ნაცნობი უახლოეს მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს რაღაცის გამოსწორების შანსი გაქვთ. ეს შეიძლება ძველი პრობლემა იყოს, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ ან მოვლენა, რომელიც შეგიძლიათ საჭირო მიმართულებით მიმართოთ. მივლინება კარგად ჩაივლის, განსაკუთრებით თუ დილით დაგეგმავთ. მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, თორემ ამან შეიძლება მეტი პრობლემა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვიოს.

funtime.ge

67 ნახვები