გაგრას ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

27 წლის ზამბიელი ფეხბურთელი, ჯასტინ შონგა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შონგა სამშობლოში სეზონის შემდეგ დაბრუნდა და ისვენებდა. მას გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შონგა 2023 წლის სეზონში გაგრას ღირსებას იცავდა. ჯასტინმა გაგრას მაისურით 16 მატჩში ჩაატარა, მან 2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ზამბიელმა ეროვნულ ლიგაში სამტრედიასა და სამგურალს გაუტანა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ