“დანგრეული ქორწინება, მძიმე დიაგნოზი…” – ნახეთ, უცნობი ამბები სანდრა რულოვსზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი ნიდერლანდებიდანაა. ის ქალაქ ტერნეზენში დაიბადა, მოგვიანებით კი სწავლა ბრიუსელსა და სტრასბურგში გააგრძელა. სწორედ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლისას შეხვდა სანდრა მომავალ მეუღლეს. ისინი მალევე გადავიდნენ ნიუ-იორკში, სადაც ყოფილმა პირველმა ლედიმ იურიდიულ ფირმაში გააგრძლება მუშაობა. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც წყვილი საქართველოში ჩამოვიდა, სანდრა რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და ნიდერლანდების სამეფო საკონსულოში დასაქმდა. სხვადასხვა დროს ის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორიც იყო და დოქტორის ხარისხიც მიიღო. სანდრა რულოვსი, მშობლიური ენის გარდა, ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს და ქართულ ენებს ფლობს.

სანდრა რულოვსი ავტობიუგრაფიული წიგნის,, „ იდეალისტის ისტორიის“ ავტორია. მან 2007 წელს შექმნა პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური კავკასიაში, ხოლო 2009 წელს – კიბოს სადიაგნოსტიკო რამდენიმე ცენტრი.

სანდა რულოვსი ონკოლოგიური პაციენტი თავადაც გახდა, რის შესახებაც მან რამდენიმე წლის წინ ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუს დროს ისაუბრა:

„2011 წლის თებერვალში სკრინინგზე რომ მივედი, მამოგრაფია გადამიღეს, ასისტენტმა მითხრა, რაღაც არ მომწონსო. მერე თქვა, რომ ონკოლოგთან ერთად შევხედოთო, პატარა წერტილები იყო ერთ ადგილზე, მარჯვენა მხარეს. მითხრეს, ევროპაში გადაამოწმეო. უცხოურ კლინიკაში, სადაც შემდეგ მივედი, ექიმი ქართველი იყო, ვთხოვე, ყველაფერი კონფიდენციალური ყოფილიყო. გასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მქონდა ნულოვანი სტადია, მაგრამ ძუძუს მოკვეთა მირჩიეს, რადგან წინასწარ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა პროცესები.

მაშინ დედამ მითხრა, შენ რატომ დაგემართა და მე არაო. ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი. ამიხსნეს, რომ მკერდის მოკვეთის შემდეგ შესაძლებელი იყო პროთეზის გაკეთება. ეს ზუსტად ის ზაფხული იყო, სტინგი რომ ჩამოვიდა საქართველოში. კონცერტი საქველმოქმედო იყო და მაშინ ვთქვი, რომ ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს პრობლემების მქონე ქალებს დავხმარებოდით.

ოპერაცია ამერიკაში გავიკეთე, მამშვიდებდნენ, მპირდებოდნენ, რომ რეკონსტრუქცია ჩამიტარდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებდა ეს თავდაჯერებულობაზე. ძალიან ძნელი იყო თავიდან, ნელ-ნელა შევეჩვიე და გადავლახე. მე მგონია, რომ ამ ამბავმა უფრო გამაძლიერა. ძუძუ რომ უნდა მოიკვეთო, ეს არის ბომბი ქალის ცხოვრებაში, ვფიქრობდი, 5 წელიწადში მოვკვდები, როგორ იქნება ნიკოლოზი, ედუარდი, რას იზამს ჩემი ოჯახი.

2012 წლის 19 სექტემბერს კიბოთი დაავადებული ქალებისთვის საქველმოქმედო ველოტური უნდა გამართულიყო გურიაში. წინა საღამოს ციხის ცნობილი კადრები გავრცელდა. იმ ღამეს არ მეძინა, მაგრამ დილას უნდა ვყოფილიყავი საქველმოქმედო ველოტურზე. ვფიქრობდი, რა დროს ველოსიპედზე დაჯდომაა დღეს, მაგრამ ამ ქალებს ვერ დავტოვებდი. მახსოვს, ღონისძიებაზე ერთ-ერთი ტელევიზია მე და ნიკოლოზს დაგვდევდა, კადრები უნდოდათ, რომ ამ დროს გასართობად დავდიოდით. 60 კილომეტრზე მეტი ვერ გავიარე და ისევ ბათუმში დავბრუნდი. ეს იყო ურთულესი პერიოდი“ – თქვა სანდრა რულოვსმა.
წყარო – marao.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ