“საჩხერეში, ნას­ვამ­მა მამაკაცმა, მეზობელთან თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად ჩა­სუ­ლი 45 წლის მა­მა­კა­ცი ავ­ტო­მა­ტის ჯერით მოკ­ლა

8 ივ­ლისს, ღა­მით, სა­ჩხე­რე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ნას­ვამ­მა მე­ზო­ბელ­მა ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად ჩა­სუ­ლი 45 წლის მა­მა­კა­ცი ავ­ტო­მა­ტით მოკ­ლა.

კახა ლობ­ჯა­ნი­ძის მკვლელ­მა მი­მალ­ვა სცა­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის გორ­ში აიყ­ვა­ნეს.

“წინა დღეს ნას­ვა­მებ­მა იჩხუ­ბეს, მე­ო­რე დღეს კი იმ გა­რე­წარ­მა სი­ძის მოკ­ვლა გა­ნიზ­რა­ხა, ღა­მის 11-დან 12 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში ჩა­უ­ა­რა მათ სახ­ლს და ისე, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან არც გად­მო­სუ­ლა, ავ­ტო­მა­ტის ჯერი გა­და­ა­ტა­რა სახ­ლს, ავ­ტო­ფა­რეხს, ეზოს. ამ დროს ეზო­ში კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბის ნა­თე­სა­ვი კახა ლობ­ჯა­ნი­ძე მდგა­რა, რო­მე­ლიც მა­მი­დაშ­ვილ­თან სტუმ­რად იყო ჩა­სუ­ლი.

სამი ტყვია აქვს ავ­ტო­ფა­რეხს მოხ­ვედ­რი­ლი, კა­ხას კი ტყვია ზურ­გში მოხ­ვდა, მას არ­ტე­რია გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ბიჭი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში იყო, კახა თბი­ლი­სე­ლია, ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მე­უღ­ლე. მშრო­მე­ლი, უწყი­ნა­რი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო.. კახა ადრე და­ობ­ლდა და უფ­რო­სი დის გაზ­რდი­ლია. არ ვიცი, ავ­ტო­მა­ტი და­ში­ნე­ბის მიზ­ნით გა­და­ა­ტა­რა თუ რა, მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის მთვრა­ლი იყო. არადა, ოჯახ­ში ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და კი­დევ კარ­გი, ისი­ნიც არ მი­ა­ყო­ლა.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ისე­თი, ასე სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ნა­თე­სა­ვი? ამ უაზ­რო წა­კა­მა­თე­ბას კი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო და სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა… მკვლე­ლი და­უ­ჭე­რი­ათ, გორ­ში გაქ­ცე­უ­ლა და პო­ლი­ცი­ას ნა­თე­სა­ვის სახ­ლში აუყ­ვა­ნია. ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს სა­ჩხე­რე­შიც და თბი­ლის­შიც” – განუცხადა AMBEBI.GEს ოჯახის ახლობელმა.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

22 ნახვები