რა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომდაგენელმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი.

“ევროპის ჩემპიონატს თვალს არ ვადევნებ, მაგრამ ვხარობდით საქართველოს ნაკრების შედეგებით, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ისტორიულ შედეგს მიაღწია.

დავინახე, როგორი ბედნიერები იყვნენ გულშემატკივრები, სპორტსმენები თავისი მიღწევით გაოგნდნენ. ასეთ ნათელ მოვლენებს, რა თქმა უნდა, მე თვალს ვადევნებ”, – ციტირებს მარია ზახაროვას ТАСС-ი.

21 ნახვები