“შოკ სიახლე”: ცნობილია მედიკამენტი, რომელმაც კიბო პაციენტებში სრულად გააქრო – კიბო სასიკვდილო განაჩენი აღარაა!!! (ვიდეო)

სიმსივნე დღემდე რჩება თანამედროვე ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად. სიმსივნური დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. სტატისტიკის მიხედვით, ამ დიაგნოზით ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ სიმსივნე სასიკვდილო განაჩენია.

მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც მეც­ნი­ე­რე­ბი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი­ა­ნი წამ­ლის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ აქამ­დე არ­ცერთ მე­დი­კა­მენტს 100%-იანი შე­დე­გი არ ჰქო­ნია.

ბრიტანელი მეცნიერების ცნობით, ეს რიცხვი მალე სამუდამოდ შეიცვლება.

კლი­ნი­კურ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ მედიკამენტმა, სახელად კიტრუდამ, ნაწლავის კიბო ზოგ პაციენტში სრულად გააქრო.

პრეპარატი სპე­ცი­ფი­კურ პრო­ტე­ინს მი­ზან­ში იღებს და იმუ­ნუ­რ უჯრე­დე­ბს ზე­და­პირ­ზე ბლო­კავს, შემ­დეგ ის კი­ბოს უჯრე­დებს ეძებს და ანად­გუ­რებს.

მკვლევა­რებ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის 5 სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ნაწ­ლა­ვის კი­ბოს მე­ო­რე და მე­სა­მე სტა­დი­ის მქო­ნე 32 პა­ცი­ენ­ტი შე­არ­ჩი­ეს. მათ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ნაც­ვლად, 9 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აძ­ლევ­დნენ კიტ­რუ­დას. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის 59%-ს მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ კი­ბოს ნიშ­ნე­ბი აღარ აღე­ნიშ­ნე­ბო­და, და­ნარ­ჩენ 41%-ს კი სიმ­სივ­ნე ოპე­რა­ცი­ის დროს ამო­უ­ღეს.

ექი­მე­ბის თქმით, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის პრე­პა­რა­ტმა, რო­მე­ლიც ნაწლა­ვის კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის შან­სებს მკვეთ­რად ზრდის, შე­საძ­ლოა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის საჭიროება გააქროს.

კვლე­ვას ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის სა­ა­ვად­მყო­ფო, მან­ჩეს­ტე­რის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, ლიდ­ზის წმინ­და ჯე­იმ­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფო და გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

ექიმები ვარაუდობენ. რომ ოპე­რა­ცი­ამ­დე იმუ­ნო­თე­რა­პია კი­ბოს მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ახალ სა­შუ­ა­ლე­ბად და­ი­ნერ­გება. რადგან ის პა­ცი­ენ­ტებს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­ა და მისი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის­გა­ნაც იცავს.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, კვლევა ასევე შეაფასებს გადარჩენისა და რეციდივის სიხშირეს.

მკვდარი უჯრედების ახლით ჩანაცვლება უწყვეტი პროცესია. თუმცა ახალი უჯრედები ზოგჯერ მაშინაც ჩნდება, როცა საჭირო არ არის, მრავლდება და სიმსივნედ იქცევა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, წე­ლი­წად­ში ნაწ­ლა­ვის კი­ბოს 1.9 მი­ლი­ონ­ზე (მილიონ 900 ათასზე) მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, 900 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კი იღუ­პე­ბა. საქართველოში, გავრცელების კუთხით, ნაწლავის კიბო მესამე ადგილას დგას.

53 ნახვები