ის, რაც სიცოცხლეში ერთხელ ხდება – რა მოვლენა გამოჩნდება ღამის ცაზე

გალაქტიკაში 3 000 წლის მოგზაურობის შემდეგ, აფეთქებული ვარსკვლავის სინათლე მალე გამოჩნდება დედამიწის ღამის ცაზე. ასტრონომების აზრით, ეს იქნება კოსმოსური მოვლენა, რომელიც ხდება „სიცოცხლეში ერთხელ”- წერს The Independent .

აღნიშნულია, რომ აალებული ვარსკვლავი 1946 წლის შემდეგ არ უნახავთ, ის პირველად 800 წლის წინ ნახეს. ასტრონომები აცხადებენ, რომ ის გამოიყურება, როგორც უკიდურესად კაშკაშა ვარსკვლავი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ კაშკაშა შუქი არის პერიოდული თერმობირთვული აფეთქების შედეგი, რომელიც ხდება ორობით ვარსკვლავურ სისტემაში, რომელიც შედგება წითელი გიგანტური ვარსკვლავისა და დედამიწის ზომის თეთრი ჯუჯისგან.

თეთრი ჯუჯის გრავიტაცია ასევე იზიდავს წყალბადს წითელი გიგანტიდან, რაც იწვევს წნევისა და სითბოს გაძლიერებას, სანამ ის აფეთქდება.

ასტრონომებმა დაამატეს, რომ ასეთი ფენომენის დაკვირვება შესაძლებელია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ჰერკულესის თანავარსკვლავედის მიდამოში, ხოლო აფეთქების პოვნის საუკეთესო გზა არის სპეციალური ასტრონომიული აპლიკაციის საშუალებით სმარტფონზე ან პლანშეტზე.

Primetime.

17 ნახვები