“გავიმარჯვებ!!! ჩემზე ძლიერი ბიჭი არ არსებობს” – რუსეთში მომუშავე ქართველი ტელეწამყვანი, ოთარ კუშანაშვილი მძიმე სენს ებრძვის: VIP პა­ლა­ტა­, ზარი ალა პუგაჩოვასგან და გაუსაძლისი ტკივილი…

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი სკან­და­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, ოთარ კუ­შა­ნაშ­ვი­ლი სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის. ტე­ლე­წამ­ყვანს დი­აგ­ნო­ზი ივ­ნი­სის ბო­ლოს და­უს­ვეს, რო­დე­საც მუც­ლის ღრუს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • ამ დრო­ის­თვის კუ­შა­ნაშ­ვილს ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მკურ­ნა­ლო­ბას ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს. ჟურ­ნა­ლის­ტი მძი­მე სენს არ ნებ­დე­ბა და პა­ლა­ტი­დან პე­რი­ო­დუ­ლად ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მა­გა­ლი­თად პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან გა­ვარ­დნის შემ­დეგ იხუმ­რა, რომ ის იმა­ზე უკეთ არის, ვიდ­რე ახლა რო­ნალ­დუა.

კუ­შა­ნაშ­ვი­ლი VIP პა­ლა­ტა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბა.

  • “მე ახლა ბლო­ხი­ნის ცენ­ტრში ვიმ­ყო­ფე­ბი“ – ამ­ბობს ერთ-ერთ ბოლო ვი­დე­ო­ში კუ­შა­ნაშ­ვი­ლი.

“სამი ექი­მი მეს­ტუმ­რა და გა­მოკ­ვლე­ვა­ზე გა­მიყ­ვა­ნეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ნა­წი­ლობ­რივ თქვე­ნი წყა­ლო­ბით. ყო­ველ­დღე 10-20 პრო­ცე­დუ­რა მი­ტარ­დე­ბა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ. ჩემ­ზე ძლი­ე­რი ბიჭი არ არ­სე­ბობს. ექიმ­მა მი­თხრა, რომ კვი­რის ბო­ლომ­დე აქ არ გა­მა­ჩე­რე­ბენ და მე­სა­მე ოპე­რა­ცი­ის მერე გამ­წე­რენ. შემ­დეგ შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ორ კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა. იქამ­დე კი სი­ცო­ცხლეს და­ვუბ­რუნ­დე­ბი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქი­მი­ო­თე­რა­პი­ე­ბის­თვის დავ­ბრუნ­დე­ბი…“

მო­ნო­ლო­გის დროს ოთარ­მა ალა პუ­გა­ჩო­ვა ახ­სე­ნა, მისი თქმით, პრი­მა­დო­ნამ და­უ­რე­კა და მო­ი­კი­თხა.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა მხარ­დამ­ჭე­რებს მი­მარ­თავს, რომ გმი­რი არ უწო­დონ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა ტკი­ვი­ლი­სა და ტან­ჯვი­სა, რა­საც გა­ნიც­დის.

“მე თქვენ გა­გა­ო­ცებთ ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მე­დი­ცი­ნას გა­ვა­ო­ცებ”, – ამ­ბობს კუ­შა­ნაშ­ვი­ლი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ