9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, რომ ამ დღეს მოვლენების შუაგულში იტრიალოთ. დისკუსიებში ჩაერთეთ, საკუთარი მოსაზრებები გამოხატეთ, კორპორატიულ ღონისძიებებს დაესწარით და იმხიარულეთ. გირჩევთ პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით არც კონკურენტების დაგებულ მახეში გაებმებით და არც სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ, მაგრამ ბასრ საგნებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კურო

გართობისა და დასვენებისთვის ხელსაყრელი დროა. თქვენი იდეის განხორციელებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ შეიძლება ამის გაკეთება ვეღარ შეძლოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანები დიდ თავგადასავალსა და საინტერესო შეგრძნებებს გპირდებიან. შეეცადეთ დაასრულოთ ის, რაც დღეს დაიწყეთ – ამით წარსულის კარმული ვალებს დახურავთ და სიახლის მისაღებად მოემზადებით.

ტყუპები

უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ ის, რისი გაკეთებაც არ გსურთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც ბევრ პრობლემას მოგიტანთ. გახსოვდეთ საკუთარი ოჯახი – საყვარელ ადამიანებს ახლა თქვენი დახმარება სჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა ან ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილების პოვნა შესაძლებელია.

კირჩხიბი

მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დავალებები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ არ იზარმაცოთ და რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოაგვაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – შესაძლებელია გაციება. ამ დღეს გექნებათ საშუალება მთელი თქვენი უნარები გამოავლინოთ. კაცებმა ყურადღება მიაქციეთ ქალბატონებთან ურთიერთობას – ამ დღეს უთანხმოების დასრულების და მშვიდობის აღდგენის შანსი გექნებათ.

ლომი

სასიკეთო ცვლილებების დროა. თუ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ხართ და კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ეცადეთ ამ მომენტით ისარგებლოთ. თქვენი მჭევრმეტყველება, პიროვნული ხიბლი და ადამიანების დარწმუნების უნარი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას – მშვენიერი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ეჭვიანობის სცენები ნახოთ და ღალატზე ცრუ ბრალდებები მოისმინოთ. ეს დიდხანს არ გაგრძელდება და საბოლოოდ, პარტნიორთან შეთანხმებას და ყველაფრის გარკვევას შეძლებთ. მშვენიერი დღეა ახალი პროფესიის შესწავლისთვის. მზად ხართ იმისთვის, რომ წესები დაარღვიოთ და თამამი ექსპერიმენტები ჩაატაროთ, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გხდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის.

სასწორი

მოულოდნელობებით სავსე დღეა, რომელიც საგულდაგულოდ შედგენილ გეგმებს დაგირღვევთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ მოსალოდნელ შედეგებზე იფიქროთ. გაითვალისწინეთ, რომ გაუმართლებელი რისკებითა და შეცდომებით სავსე, საშიში დღეა. მოერიდეთ მანქანის სწრაფად მართვას და ნებისმიერ რისკს. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ, რადგან ბევრ თქვენს იდეას ასრულება არ უწერია.

მორიელი

სტაბილური შემოსავალი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფილია. შეგიძლიათ მივლინება შვებულებას შეუთავსოთ და ორმაგი სიამოვნება მიიღოთ. თქვენთვის ოჯახი ენერგიისა და თავდაჯერების უსაზღვრო წყაროა. ძველ მეგობრებს შეხვედრის დროს ეცადეთ წარსული წყენა, უთანხმოება და დაპირისპირება არ გაიხსენოთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ, მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას უნდა მოერიდოთ – ძალიან ბევრი შურიანი და ბოროტი ადამიანი გადევნებთ თვალს. იღბალი თქვენს მხარეზეა, არ ინერვიულოთ. ცოტა მეტი ძალისხმევა და მიიღებთ შედეგს, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა არა მხოლოდ ძლიერ მფარველებს და მოკავშირეებს გაპოვნინებთ, არამედ ახალ მიზნებსაც გაგიჩენთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად. გირჩევთ, მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გაამახვილოთ და გრანდიოზული პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, შორეული საქმიანი პარტნიორისგან მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრული შეკრებებისა და რომანტიკული პაემნებისთვის, თუმცა ზოგჯერ განმარტოება და ფიქრიც გჭირდებათ.

მერწყული

ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ დავალებას ადვილად უმკლავდებით. არსებობს შესაძლებლობა, რომ ფინანსური ან კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, უკეთესი შედეგების მისაღწევად ძალისხმევა საით მიმართოთ. ამ დღეს არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, პირად ურთიერთობებშიც ლიდერის თვისებებს ავლენთ. თქვენი ძალისხმევა დაფასდება, მაგრამ მატერიალურ სარგებელს ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ.

თევზები

თუ სამსახური დაკარგეთ, არ ინერვიულოთ. თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენთან სერიოზული და ხანგრძლივი თანამშრომლობა სურთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ზუსტად იქ მიგიყვანთ, სადაც გსურთ. შეიძლება მცირე სირთულეები შეგხვდეთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ.

funtime.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ