ექიმი ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს

მოდის ზაფხული და აქტუალური ხდება წყალში შესვლის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა, რაც ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის.

გთავაზობთ, ექიმ ანზორ მელიას რეკომენდაციებს, რომლებიც მან უკვე დიდი ხნის წინ შემოგვთავაზა და ისინი აქტუალურია ახლაც,  იმედია, რომ ყურადღებით გაეცნობით:

ზაფხულში ადამიანებს წყალში დახრჩობის შემთხვევები ყოველთვის მატულობს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დახრჩობის მიზეზი ხშირად არა დინება და წყლის სიღრმე, არამედ გულის შეტევა ხდება.

როდის არის წყალი საშიში, რა უნდა გაითვალისწინოთ პაპანაქება სიცხეში წყალში შესვლისას, რომ ბანაობა უსაფრთხოდ დასრულდეს – რჩევებს ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მოგვცემს.

” არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შუადღის თაკარა სიცხეში წყალში პირდაპირ შესვლა, არც დილით ძალიან ადრე, ან გვიან საღამოს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წყალში შესვლისთანავე მთელი ტანით ჩაყურყუმელავდეთ ან ჩაყვინთოთ.

ჯერ უნდა აიღოთ მუჭით წყალი და ნელ-ნელა დაისხათ, გულ-მკერდზე, კისერზე და ასე შემდეგ… ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება. ძალიან გაახლაგზარდავდა გულის დაავადებები. ადრე თუ გულის ინფაქტი 40 წლის შემდეგ იყო, ახლა ბევრი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა ასაკშია. არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ეს იწვევს უამრავ პრობლემას! ახალგაზრდებს წყალზე უყვართ ერთმანეთის გახუმრება, შეშინება, უცებ ერთმანეთს წყლის დიდ ტალღაში შეაგდებენ… ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია! შიში და სტრესი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, შიში უცაბედად განვითარებული სტრესია ორგანიზმისთვის! შეიძლება ადამიანი ძალიან ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ძლიერი შიშის შედეგად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას გულთა სისხლძარღვის…” – ამბობს მელია.

აგრეთვე გთავაზობთ – ყველას საყურადღებოდ: შარშანდელი სტატისტიკა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა – უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც წელს მაინც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ:

2023 წლის ზა­ფხუ­ლის ორ თვე­ში, კერ­ძოდ, 1-ლი ივ­ნი­სი­დან 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, წყალ­ში 22 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო, მათ შო­რის, 9 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი, ზღვა­ში და­იხ­რჩო, 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 5 არას­რულ­წლო­ვა­ნი – მდი­ნა­რე­ში, 6 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი – ტბა­ში, 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი კი აუზ­ში და­იხ­რჩო.

რაც შე­ე­ხე­ბა ზღვა­ში, მდი­ნა­რე­ში, ტბა­ში, აუზ­ზე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კას – სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1-ლი ივ­ნი­სი­დან 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, 67 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს.

როდესაც ინფორმირებული ხარ, ესე იგი ხარ შეიარაღებული გარკვეული ცოდნით და მეტად ფხიზლად, ასე რომ უდარდელ და ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ, არავინ დამხრჩვალიყოს! (რედაქცია)


თქვენი აზრით როგორ შეიძლება მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ფეისბუქზე კომენტარებში.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,559

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა