ამას ვერავინ წარმოიდგენდა: რის გამო გამოჭრა ქმარმა ცოლს ყელი და შემდეგ სხეულიც დაასახიჩრა…- დანაშაულის ამაზრზენი დეტალები

ინდოეთის ქალაქ მუზაფარნაგარში, აფექტის მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ცოლი ფულის გაფლანგვის გამო მოკლა. პოლიციამ მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც ის მდინარეში გვამის გადაგდებას ცდილობდა.  

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს, მდინარეში გვამის გადაგდებისას, თანამზრახველი ეხმარებოდა. ბრალდებული [სახელად არბააზი] ადგილზე დააკავეს. თუმცა მისმა მეგობარმა შაჰრუხმა გაქცევა მოახერხა. პოლიციამ ტომრიდან ქალის თავმოკვეთილი ცხედარიც ამოიღო. 

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და პოლიციას განუცხადა, რომ 8 თვის წინ 21 წლის ჩაჰატი მას ოჯახის თანხმობის გარეშე გაჰყვა ცოლად. წყვილი ფარულად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. პოლიციის ინფორმაციით, არბააზი ეჭვობდა, რომ ჩაჰატი მას ღალატობდა და ის ასევე ფულსაც ფლანგავდა. ამის გამო, არბააზმა მეგობარ შაჰრუხთან ერთად ქალის მკვლელობა დაგეგმა. არბააზმა აღიარა, რომ მან ცოლი დაახრჩო, შემდეგ მას ყელი გამოჭრა, ხელისგულები მოაჭრა და დაასახიჩრა იმ მიზნით, რომ ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. მან და შაჰრუხმა ცხედარი ტომარაში მოათავსეს და მდინარეში გადაგდება სცადეს. 

პოლიციამ ასევე მკვლელობისას გამოყენებული იარაღი ამოიღო და ის ველოსიპედი იპოვა, რომლითაც ბრალდებული ცხედრის გადასაგდებად წავიდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირის დასაკავებლად გამოძიება მიმდინარეობს.

23 ნახვები