15 ცოლი, საკუთარი თვითმფრინავი, 120 მანქანა და 200 მილიონი დოლარის ქონება – ვინ არის და როგორ ცხოვრობს პატარა აფრიკული ქვეყნის მონარქი

მაჰო­სე­ტი­ვის ტახ­ტის ახალ­გაზ­რდა მემ­კვიდ­რეს პა­ტი­ვი ხვდა წი­ლად, რომ მა­მის 210 შვი­ლი­დან ის გამ­ხდა­რი­ყო სვა­ზი­ლენ­დის მეფე. ტახ­ტზე ასულ­მა მსვა­ტი მე­სა­მემ მა­მის­გან მი­ი­ღო შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. მას 61 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­უყ­ვეს სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის. მეფე ყი­დუ­ლობს ათე­უ­ლო­ბით მან­ქა­ნას, ბრი­ლი­ან­ტის სა­ა­თებს და ფუ­ფუ­ნე­ბის უამ­რავ ნივთს. გარ­და ამი­სა, მას აქვს უფ­ლე­ბა ჰყავ­დეს იმ­დე­ნი ცოლი, რამ­დე­ნიც უნდა. ამ დრომ­დე მას 15 ცოლი ჰყავ­და, რო­მელ­თა რი­ცხვიც ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა ლერ­წმის ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ქალ­წუ­ლი ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ცეკ­ვავს მის წი­ნა­შე.

რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა სვა­ზი­ლენ­დი

ეს­ვა­ნი­ტის ახალ შტატს 1760 წლი­დან მარ­თავ­და დლა­მი­ნის სა­მე­ფო ხაზი, რო­მელ­მაც შემ­დეგ ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და სა­ხე­ლი სვა­ზი­ლენ­დი მი­ი­ღო. 1968 წელს კი სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა.

სვა­ზი­ლენ­დი 17 364 კვ.კმ. სა­ხელ­მწი­ფოა, მი­ლი­ონ­ზე ცოტა მეტი მო­სახ­ლე­ო­ბით. ქვე­ყა­ნას სა­თა­ვე­ში მეფე სო­ბუ­ზა მე­ო­რე ედგა, რო­მე­ლიც 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მმარ­თვე­ლი. კაცი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს ეწე­ო­და, ფეხ­შიშ­ვე­ლი და­დი­ო­და და ყო­ველ­თვის უს­მენ­და მრჩევ­ლებს. ერ­თა­დერ­თი ფუ­ფუ­ნე­ბა მისი ცო­ლე­ბი იყო – 70 ქალი, რომ­ლებ­თა­ნაც 210 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გამო სო­ბუ­ზა II-ს მეტ­სა­ხე­ლად “სვა­ზის ხარი” შე­არ­ქვეს.

სვა­ზი­ლენ­დის ახა­ლი მო­ნარ­ქი

მა­ხო­სე­თივ დლა­მი­ნი 1982 წელს სო­ბუ­ზა II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აირ­ჩი­ეს მემ­კვიდ­რედ, მაგ­რამ იმ დროს ბიჭი 14 წლის იყო. სა­ნამ მო­მა­ვა­ლი მეფე შერ­ბორ­ნის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, ქვე­ყა­ნას რე­გენ­ტე­ბი მარ­თავ­დნენ.

კო­რო­ნა­ცი­ის შემ­დეგ მას მეფე მსვა­ტი III უწო­დეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ნარ­ქი გახ­და. მან მი­ი­ღო უფ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად აერ­ჩია მი­ნის­ტრე­ბი და ვეტო და­ე­დო ნე­ბის­მი­ერ კა­ნო­ნის­თვის, რო­მე­ლიც არ მო­ე­წო­ნე­ბო­და. მე­ფემ აკ­რძა­ლა გან­ქორ­წი­ნე­ბა და მოკ­ლე ქვე­და ბო­ლოს ტა­რე­ბა.

მეფე მსვა­ტი III-ის კო­რო­ნა­ცია

ერის “ინ­ტე­რე­სე­ბი­დან” გა­მომ­დი­ნა­რე მეფე აკონ­ტრო­ლებს შაქ­რის ლერ­წმის ბიზ­ნესს, კო­მერ­ცი­ულ უძ­რავ ქო­ნე­ბას და გა­ზეთს. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ხან­და­ხან აწყობს მცი­რე აჯან­ყე­ბას, მაგ­რამ მოვ­ლე­ნებ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს.

მეფე მსვა­ტი III-ის მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა

მსვა­ტი III-ის მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით მე­დია ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბი დღე­ში 1,25 დო­ლა­რად ცხოვ­რო­ბენ, მეფე თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი და­ხარ­ჯოს. მას პი­რა­დი და­ნა­ზო­გიც აქვს – 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, მაგ­რამ არ ხარ­ჯავს. თან­ხას ხა­ზი­ნი­დან იღებს ოჯა­ხი­სა და მათი ახი­რე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. 2014 წლი­დან ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი წლი­უ­რი თან­ხა 61 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­და, ასე­ვე 12,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ყო სა­კუ­თა­რი სა­სახ­ლე­ე­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის. პარ­ლა­მენ­ტა­რებს პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა არ აქვთ, რად­გან ეს მო­ნარ­ქი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბად ით­ვლე­ბა.

სვა­ზი­ლენდში არ­სე­ბობს ფონ­დი, სა­დაც ყვე­ლამ უნდა გა­და­ი­ხა­დოს გა­და­სა­ხა­დი. მას მარ­თავს მეფე, ხარ­ჯე­ბი­სა და ქვით­რე­ბის აღ­წე­რის გა­რე­შე.

მე­ფის მამა თა­ვი­სი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის გა­და­საყ­ვა­ნად ავ­ტო­ბუსს იყე­ნებ­და, ხოლო მისი ვაჟი მსვა­ტი III ამის­თვის Maybach 62-ს იყე­ნებს, რო­მელ­შიც 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. მე­ფემ ასე­ვე შე­ი­ძი­ნა 9 ავ­ტო­მო­ბი­ლი BMW 7 ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. მე­ფემ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­პარ­კის­თვის და­მა­ტე­ბით 20 ჯავ­შან­მან­ქა­ნა იყი­და, 2019 წელს კი ერ­თდრო­უ­ლად 120 BMW და 19 Rolls-Royce.

მსვა­ტი მე­სა­მეს აქვს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცია. სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე 1,6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი რო­ლექ­სის სა­ა­თი ეკე­თა. მე­ფემ მო­ი­თხო­ვა 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ცო­ლე­ბის ხარ­ჯე­ბის­თვის და ახა­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის ასა­გე­ბად. მისი 15 ცოლი სა­ყიდ­ლებ­ზე თვითმფრი­ნა­ვით დაფ­რი­ნა­ვენ საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში, ტა­ი­ვან­ში, ამე­რი­კა­ში, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად 6 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯვა შე­უძ­ლი­ათ.

2010 წელს მსვა­ტი III-მ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვი McDonnell Douglas DC-9-87 იყი­და სინ­გა­პუ­რე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან 11,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად, შემ­დეგ კი 3,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა ინ­ტე­რი­ე­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ასე­ვე იყი­და 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ხა­ტე­ბი.

მო­ნარ­ქის ცო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ირ­ჩე­ვენ ლერ­წმის ყო­ველ­წლი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე

ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, მე­ფეს შე­უძ­ლია ჰყავ­დეს უსას­რუ­ლო რა­ო­დე­ნო­ბის ცო­ლე­ბი. მსვა­ტი III ცო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ვერ და­ე­წია მა­მას, მაგ­რამ მას უკვე ჰყავ­და 15 ცოლი, თუმ­ცა ახლა 13 ჰყავს, რად­გან ერთი და­სა­ჯა ღა­ლა­ტის­თვის და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა, მე­ო­რემ თავი მო­იკ­ლა. მე­ცხრე ცოლ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც მე­ფემ მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა და სამი წელი მი­სით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. რო­დე­საც ქალ­მა ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვა­ზე სახ­ლში წას­ვლა ითხო­ვა, არ გა­უშ­ვეს. რის შემ­დე­გაც ვერ გა­უძ­ლო მო­რა­ლურ და ფი­ზი­კურ დამ­ცი­რე­ბას და თავი მო­იკ­ლა.

ტო­მის ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ორ ცოლს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი კლა­ნე­ბი­დან ირ­ჩე­ვენ. თუმ­ცა გო­გო­ნა ცოლი მხო­ლოდ პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ხდე­ბა, რი­თიც ამ­ტკი­ცებს რომ შვი­ლოს­ნო­ბის უნა­რი აქვს, იქამ­დე კი ხარ­ჭად რჩე­ბა.

სვა­ზი­ლენდში უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია იმარ­თე­ბა “ლერ­წმის ცეკ­ვის” ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც მე­ფეს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს შემ­დე­გი ცოლი. დღე­სას­წა­უ­ლი სამ დღეს გრძელ­დე­ბა და ქალ­წუ­ლებს მთე­ლი ქვეყ­ნი­დან იზი­დავს. ფეს­ტი­ვალ­ზე 2012 წელს 6-დან 25 წლამ­დე 70 ათა­სი გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ მხო­ლოდ მე­ფის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით სამ­კლა­ვუ­რე­ბი აც­ვი­ათ, მკერ­დი კი მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი აქვთ. ცეკ­ვის დროს მე­ფეს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მოს­წონს და შემ­დეგ მისი ცო­ლო­ბის პრე­ტენ­დენ­ტი გახ­დე­ბა. ბევ­რი გო­გო­ნა მი­დის “ლერ­წმის ფეს­ტი­ვალ­ზე” იმ იმე­დით, რომ კონ­კი­ა­დან პრინ­ცე­სად გა­და­იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ხში­რად უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზებს უწყობთ.

მსვა­ტი III-ს უკვე ჰყავს 35 შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში ცხოვ­რო­ბენ და სწავ­ლო­ბენ. მათ მეთ­ვალ­ყუ­რე­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც სახ­ლი 5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­დეს. ისი­ნი თავ­ხე­დუ­რად იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც ჩანს, მა­მას ბა­ძა­ვენ. ხარ­ჯა­ვენ უამ­რავ ფულს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­თო­ბის კად­რებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

მო­ნარ­ქის შვი­ლე­ბი

მსვა­ტი III-ის მიერ შექ­მნი­ლი კა­ნო­ნე­ბი და წე­სე­ბი

გარ­თო­ბის გარ­და, მე­ფეს მა­ინც უწევს ისე­თი იმი­ჯის შექ­მნა, თით­ქოს ზრუ­ნავ­დეს სა­კუ­თარ ქვე­შევდრო­მებ­ზე. ამი­ტომ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში შიდსის პან­დე­მი­ამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა, გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 21 წლამ­დე გო­გო­ნებს სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი აეკ­რძა­ლათ. წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, დამ­რღვევს უნდა გა­და­ი­ხა­და ჯა­რი­მა – 1 ძრო­ხა ან მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 160 დო­ლა­რი.

კა­ნო­ნის გა­მოს­ვლი­დან ორ კვი­რა­ში მე­ფეს თა­ვად მო­ე­წო­ნა 17 წლის გო­გო­ნა და ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კი ხა­ზი­ნი­დან ჯა­რი­მა გა­და­ი­ხა­და. სვა­ზი­ლენდში უბი­წო­ე­ბის კა­ნო­ნი თით­ქმის 5 წელი გაგ­რძელ­და, შემ­დეგ კი მე­ფემ გა­ა­უქ­მა.

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ