შხამიანმა გველმა კაცს უკბინა, 35 წლის ახალგაზრდა გამწარდა და თვითონაც 2-ჯერ უკბინა ქვეწარმავალს – კაცი ცოცხალია, გველი კი მოკვდა! – სად მოხდა დაუჯერებელი შემთხვევა?

ინდოეთში გველი ადამიანის ნაკბენის შემდეგ მოკვდა. გამოცემა Times of India-ს ინფორმაციით, ინციდენტი ბიჰარის შტატში მოხდა, სადაც 35 წლის სანტოშ ლოხარი რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობდა. გველმა მას უკბინა, მაგრამ კაცი არ დაიბნა და ქვეწარმავალს თვითონაც ორჯერ უკბინა. შედეგად გველი მოკვდა.

მოგვიანებით კაცმა ჟურნალისტებს თავისი საქციელის მიზეზები განუმარტა. გაირკვა, რომ ადგილობრივებს სჯერათ – გველის შხამი ადამიანზე არ იმოქმედებს, თუ ის მას თვითონაც უკბენს. მათი აზრით, ასე შხამი თვითონ გველზე გადადის.

მომხდარის შემდეგ ლოხარი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და მეორე დღეს გაწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

იტალიელები კვარას მეუღლის საქციელმა აალაპარაკა 

“თაობები წამოვიდა გვარს და სახელს ვეღარ წერენ, ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი…” – განათლების დარგის ექსპერტის სკანდალური განცხადება

ვატიკანი პანიკაშია: თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს 

შესაძლოა დაგაინტერესოთ