ცნობილი პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო, სადაც მის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი რთული ოპერაცია გაიხსენა.
„28 – 30 წლის ასაკში, 4 წლის ბავშვი მოიყვანეს კლინიკაში ბათუმიდან, ორივე ხელის ამპუტაციით. ბაბუას ჩაუვარდა ბავშვი საწნეხში. მივაკერეთ ეს ხელი და 2 დღეში გარდაიცვალა, რადგან მაშინ იმ საავადმყოფოში, სადაც ვმუშაობდი არ იყო ეხოს აპარტი, რომ გაესინჯა თავი ტვინში რა ხდებოდა. შემდეგ როგორც აღმოჩნდა მას თავის ტვინში ჰქონია ჩაქცევა რის გამოც გარდაიცვალა“, – იხსენებს ივა კუზანოვი.