“თქვენ რა სულ გააფრინეთ?ისეთივე ჩლუნგები ხართ,როგორც ეს მაგიდა!”-ვის მიმართა ამ ფორმით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა?

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ დაადანაშაულონ მოსკოვი “ბირთვული ხელკეტის” ქნევაში, მაგრამ ეს ასე არ არის.

სახელმწიფოს მეთაურმა მწვავე კომენტარი გააკეთა “ნატოზე” სავარაუდოდ რუსეთის დაგეგმილი თავდასხმის მითის შესახებ, რასაც მასიურად ავრცელებენ დასავლეთის მედიასაშუალებები და დასავლეთის ქვეყნების ისტებლიშმენტი.

“აი გაუჩნდათ აზრი, რომ რუსეთს ნატოზე თავდასხმა სურს. თქვენ რა სულ გააფრინეთ?ისეთივე ჩლუნგები ხართ, როგორც ეს მაგიდა! ვინ მოიფიქრა ეს? ეს არის სისულელე, სრული ბოდვა”.ციტირებს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს გამოცემა

შესაძლოა დაგაინტერესოთ