გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.

შესაძლოა დაგაინტერესოთ