ეს ბევრმა არ იცის: „ღამღამობით მესიზმრებოდა დედა“ – დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი მომღერალი ინტერნატში იზრდებოდა და ამის გამო მშობლებზე განაწყენებული იყო.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ რუსეთში აღიარებული ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება.

დიანამ რამდენიმე წლის წინ რუსი მაყურებლისთვის თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში განვლილი ეს მძიმე დღეები გაიხსენა. დედასთან დაშორებით გამოწვეული უსინათლო პატარა გოგონას განცდები ყოველკვირეული შოუს Ты не поверишь! თემად იქცა.
დიანა ღურწკაია ჟურნალისტებთან ერთად თავად ეწვია ავლაბარში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატს და კამერის წინ თვალცრემლიანმა გაიხსენა ის 11 წელი, რომელიც მშობლებისგან შორს, სკოლის კედლებში გაატარა.
„ღამღამობით მესიზმრებოდა დედა, გაღვიძებისთანავე კი ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. კარადაში შენახულ ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი ჩემოდნიდან მთლიანად არ გამქრალიყო. ამ კედლებში თავმოყრილია ყველაფერი – ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და მონატრებაც”, – აცხადებდა მომღერალი ვიდეოსიუჟეტში.
НТВ-ს ჟურნალისტებმა შოუსთვის დიანას მამა გუდუ ღურწკაიაც ჩაწერეს. „ეს სკოლა რომ არა, დიანას განათლების მიღებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რადგან ასე ვიტანჯებოდით მთელი ოჯახი, ერთხელ წამოვიყვანეთ სახლში და გადავწყვიტეთ სწავლა შეეწყვიტა, მაგრამ მასწავლებლებმა ჩამოაკითხეს და მალე უკან დავაბრუნეთ”, – გაიხსენა გუდუ ღურწკაიამ.
ინტერნატში მისულმა მომღერალმა ნაცნობი შენობა ერთხელ კიდევ დაათვალიერა და კამერის წინ ბევრი რამ გაიხსენა. ისიც, თუ როგორ არწმუნებდა მუსიკის მასწავლებელი, რომ მუსიკალურ სფეროში ვერაფერს მიაღწევდა. ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,554

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა