ქალმა საყვარელი მამაკაცის გულის მოსაგებად ფეხები 18 სმ-ით დაიგრძელა, თუმცა კაცმა მაინც მიატოვა – რა დაუჯდა ოპერაცია და როგორ გამოიყურება ტერეზა?

რას არ გა­ა­კე­თებს ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, სწო­რედ ამი­ტომ გა­რის­კა 32 წლის გერ­მა­ნელ­მა ტე­რე­ზა ფი­შერ­მა სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და საყ­ვა­რე­ლი კა­ცის გამო ფე­ხე­ბი და­იგ­რძე­ლა.

იმის­თვის, რომ პარტნი­ორს უფრო მოს­წო­ნე­ბო­და, სი­მაღ­ლე 166-დან 184 სან­ტი­მეტ­რამ­დე გა­ი­ზარ­და და მხო­ლოდ ფე­ხე­ბის ხარ­ჯზე. ახლა მას მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ფე­ხე­ბი აქვს და პო­პუ­ლა­რუ­ლია რო­გორც მე­დი­ა­ში, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა.

რო­გორ და­ი­წყო რვაწ­ლი­ა­ნი ტან­ჯვა…

ტე­რე­ზა 24 წლის იყო, რო­დე­საც თა­ვი­სი პარტნი­ო­რი შე­უყ­ვარ­და. იმ დროს, გო­გო­ნას და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის გამო, თავი არას­რულ­ყო­ფი­ლად მი­აჩ­ნდა, ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ ვი­ღა­ცამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია. ქალი საყ­ვა­რელ კაც­თან ყოფ­ნის­თვის, მზად იყო ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

“ძა­ლი­ან მინ­დო­და მა­საც შევ­ყვა­რე­ბო­დი, ამი­ტომ რო­დე­საც მი­თხრა, რომ ფე­ხე­ბი უნდა და­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, რად­გან მას მა­ღა­ლი გო­გო­ნე­ბი უყ­ვარს, დავ­თან­ხმდი. შემ­დეგ და­ა­მა­ტა, რომ ამის­თვის ოპე­რა­ცია უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ლის გულ­ზე მა­ტა­რებ­და” – ამ­ბობს ქალი.

  • ტე­რე­ზამ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია 2016 წელს გა­ი­კე­თა და 12 სან­ტი­მეტ­რი მო­ი­მა­ტა. სა­ხი­ფა­თო ნა­ბიჯს უშე­დე­გოდ არ ჩა­უვ­ლია, მისი ცხოვ­რე­ბა ნამ­დვი­ლად შე­იც­ვა­ლა. პო­ზი­რებ­და ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის, იწ­ვევ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა მისი რჩე­უ­ლის­თვის და 2022 წელს ტე­რე­ზა ისევ ქი­რურ­გის და­ნის ქვეშ მოხ­ვდა…

მაქ­სი­მა­ლუ­რი სიგ­რძის მი­საღ­წე­ვად, კლი­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა თე­ძო­სა და ქვე­და ფე­ხის ძვლე­ბი ჩა­უმტვრი­ეს და სპე­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში ჩა­უს­ვეს, რის შე­დე­გა­დაც ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი თან­და­თან და­ე­ჭი­მა.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მტკივ­ნე­უ­ლი იყო, მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი კა­ცის გამო ყვე­ლა­ფერს უძ­ლებ­და. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რულ­და, ფორ­მე­ბის მოხ­სნის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე თვე ისევ ეტ­ლში ჯდო­მა მო­უ­წია.

“ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც ამ 8 წლის მან­ძილ­ზე გან­ვიც­დი­დი, არ მაძ­ლევ­და სრულ­ფა­სოვ­ნად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, ეს მის­თვის არ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა…“ – ამ­ბობს ქალი.

კი­დუ­რე­ბის დაგ­რძე­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ტე­რე­ზას 162,000 დო­ლა­რი და­უჯ­და, მაგ­რამ საყ­ვა­რელ­მა კაც­მა მისი თავ­გან­წირ­ვა არ და­ა­ფა­სა და მი­ა­ტო­ვა. გო­გო­ნა სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და და მხო­ლოდ მას შემ­დეგ დამ­შვიდ­და, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდა, 57 წლის სტე­ფან კლე­ი­ზე­რი, რო­მე­ლიც მას ყვე­ლა­ფერ­ში მხარს უჭერს და ეხ­მა­რე­ბა.

ამ დრო­ის­თვის ამ­ბობს, რომ ბედ­ნი­ე­რია, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და და მას შე­უძ­ლია მშვი­დად იცხოვ­როს, დატ­კბეს თა­ვის ახა­ლი სი­მაღ­ლით – 184 სმ-ით.

“თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვე! რო­გორ ვე­ლო­დი ამ დღეს, როცა ტკი­ვი­ლი გაქ­რე­ბო­და და ეტ­ლში ჯდო­მის ნაც­ვლად სი­ა­რუ­ლი შე­მეძ­ლე­ბო­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ! “ – ამ­ბობს ის მე­დი­ას­თან.

წყარო: ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ