რას არ გააკეთებს ადამიანი სიყვარულისთვის, სწორედ ამიტომ გარისკა 32 წლის გერმანელმა ტერეზა ფიშერმა საკუთარი ჯანმრთელობა და საყვარელი კაცის გამო ფეხები დაიგრძელა.
იმისთვის, რომ პარტნიორს უფრო მოსწონებოდა, სიმაღლე 166-დან 184 სანტიმეტრამდე გაიზარდა და მხოლოდ ფეხების ხარჯზე. ახლა მას მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს და პოპულარულია როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელში, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ ყოფილა.
როგორ დაიწყო რვაწლიანი ტანჯვა…
ტერეზა 24 წლის იყო, როდესაც თავისი პარტნიორი შეუყვარდა. იმ დროს, გოგონას დაბალი თვითშეფასების გამო, თავი არასრულყოფილად მიაჩნდა, ამიტომ ძალიან გაუხარდა, რომ ვიღაცამ ყურადღება მიაქცია. ქალი საყვარელ კაცთან ყოფნისთვის, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა.
“ძალიან მინდოდა მასაც შევყვარებოდი, ამიტომ როდესაც მითხრა, რომ ფეხები უნდა დამეგრძელებინა, რადგან მას მაღალი გოგონები უყვარს, დავთანხმდი. შემდეგ დაამატა, რომ ამისთვის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და მთელი ცხოვრება ხელის გულზე მატარებდა” – ამბობს ქალი.
- ტერეზამ პირველი ოპერაცია 2016 წელს გაიკეთა და 12 სანტიმეტრი მოიმატა. სახიფათო ნაბიჯს უშედეგოდ არ ჩაუვლია, მისი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. პოზირებდა ჟურნალებისთვის, იწვევდნენ ტელევიზიებში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მისი რჩეულისთვის და 2022 წელს ტერეზა ისევ ქირურგის დანის ქვეშ მოხვდა…
მაქსიმალური სიგრძის მისაღწევად, კლინიკის სპეციალისტებმა თეძოსა და ქვედა ფეხის ძვლები ჩაუმტვრიეს და სპეციალურ ფორმაში ჩაუსვეს, რის შედეგადაც ძვლოვანი ქსოვილი თანდათან დაეჭიმა.
რეაბილიტაციის პროცესი მტკივნეული იყო, მაგრამ საყვარელი კაცის გამო ყველაფერს უძლებდა. სამი თვის განმავლობაში სიარული არ შეეძლო და სპეციალური ეტლით გადაადგილდებოდა.
თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულდა, ფორმების მოხსნის შემდეგაც რამდენიმე თვე ისევ ეტლში ჯდომა მოუწია.
“ტკივილი, რომელსაც ამ 8 წლის მანძილზე განვიცდიდი, არ მაძლევდა სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას, მაგრამ ვცდილობდი, ეს მისთვის არ მეჩვენებინა…“ – ამბობს ქალი.
კიდურების დაგრძელება საბოლოოდ ტერეზას 162,000 დოლარი დაუჯდა, მაგრამ საყვარელმა კაცმა მისი თავგანწირვა არ დააფასა და მიატოვა. გოგონა საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა, 57 წლის სტეფან კლეიზერი, რომელიც მას ყველაფერში მხარს უჭერს და ეხმარება.
ამ დროისთვის ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ყველაფერი დასრულდა და მას შეუძლია მშვიდად იცხოვროს, დატკბეს თავის ახალი სიმაღლით – 184 სმ-ით.
“თავისუფლება მოვიპოვე! როგორ ველოდი ამ დღეს, როცა ტკივილი გაქრებოდა და ეტლში ჯდომის ნაცვლად სიარული შემეძლებოდა. ბედნიერი ვარ! “ – ამბობს ის მედიასთან.
წყარო: ambebi.ge