„ახალი კვარა სერია A-ში?“ – სერია A-ს რომელი სამი კლუბი დაინტერესდა ზურიკო დავითაშვილით და როდის შედგება ტრანსფერი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესებულები არამხოლოდ საფრანგეთში არიან და გამორიცხული არ არის, ქართველი შემტევი იტალიაში აღმოჩნდეს.

TUTTO mercato WEB-ის ცნობით, შესაძლოა, სერია A-ში „ახალი კვარაცხელია“ გამოჩნდეს – ეს სწორედ დავითაშვილია, რომელიც იქაური სამი კლუბის სამიზნეა.

„ზურიკო დავითაშვილის კარიერა, რომელიც ნაკრებში კვარაცხელიას თანაგუნდელია, შესაძლოა, იტალიაში გაგრძელდეს. უფრო ზუსტად კი, სერია A-ში. ისიც გამოდიოდა ევროპის ჩემპიონატზე (ითამაშა ოთხივე მატჩში, მაგრამ ერთხელ იყო სასტარტოში) და ჩვენი უმაღლესი დივიზიონის რამდენიმე კლუბის თვალთახედვის არეში მოექცა.

ჩვენი ინფორმაციით, დავითაშვილისადმი განსაკუთრებულ ინტერესს სამი კლუბი იჩენს. მათგან ორი კომო და ვენეციაა, რომლებიც სერია A-ში ახლა გადმოვიდნენ, კიდევ ერთი კი ჯენოაა. როგორც გავიგეთ, რამდენიმე დღეში დავითაშვილის წარმომადგენლები იტალიაში უნდა ჩამოვიდნენ და შესაბამისად, შესაძლებელია საკითხი სწრაფად გაირკვეს“, – წერს TUTTO mercato WEB.

შესაძლოა დაგაინტერესოთ