„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს… ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა, რა უნდა ექნათ?…” – ინგა გრიგოლია

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ეროვნულ ნაკრებს ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. გუშინ, საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა, პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას კომენტარი, რომელშიც ის მადლობას უხდის ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდს პრემიის სახით 30 მილიონი აჩუქეს.

ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, ნახეთ ქვემოთ თუ ვინ აქტიურობდა განსაკუთრებით სიბინძურის ნთხევაში:

რასაც ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოსტით ეხმაურება:

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო?

ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა რა უნდა ექნათ? მადლობა არ ეთქვათ? თუ პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით უნდა იხდიდნენ მადლობას ადამიანები? ნაკრების ბიჭების უმეტესობა რომ აქციების დარბევებს ღია პოსტებით აპროტესტებდა, ეს ნიშნავდა მათ პოზიციას და ახლა მადლობა რომ გადაუხადეს პრემიისთვის, ეს უკვე ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებაა?!… კარგით რა…

უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა. P.s-შევთანხმდეთ და გავეშვათ ამ ბიჭებს,მგონი ეგ სჯობს ყველაფერს“, – წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის პრემიის სახით 30 მილიონის გამოყოფაზე კომენტარი გააკეთა გიორგი მამარდაშვილმაც. მისი თქმით, ეროვნული ნაკრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის მადლობელია როგორც თავად, ისე ნაკრების თითოეული წევრი.

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ოთარ კიტეიშვილი აცხადებს, რომ ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი.

„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,514

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა