„ჩემი ქორწილი მომბეზრდა და წამოვედი… ვუთხარი, ჩემი ქმარი სახლში მომიყვანეთ-მეთქი …“ – ნატუკა გულისაშვილმა ძალიან უცნაური ამბავი მოჰყვა

ნატუკა გულისაშვილი თავის ქორწილს იხსენებს, რომელსაც 300 კაცი ესწრებოდა:

„ჩემი ქორწილი ყველაზე საშინელ პერიოდს დაემთხვა. სად იყო საქორწილო დარბაზები… დღეს შეიძლება ბევრისთვის სანატრელი ქორწილი იყო, ჩემი მეუღლე ანსამბლ „რუსთავში“ მღეროდა… ძალიან ბევრი ხალხი იყო, სამასკაციანი ქორწილი გაიმართა. მომბეზრდა, ავდექი, ავიღე ტორტი, ყვავილები და წამოვედი სახლში. ვთქვი, ჩემი ქმარი სახლში მოიყვანეთ-მეთქი“, – თქვა “დღის პოსტში” მსახიობმა.

კიდევ რას იხსენებს ნატუკა გულისაშვილი:

„20-24 წლის წინ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, გათენდა და მივხვდი, რომ ეს ის დილა არ იყო. არ ავდექი, გადავტრიალდი, საბანი გადავიფარე და კედელს შევხედე. კედელზე დაიწყო ყველაფერი, თუ კი ადამიანს თავში რამე საშინელება მოგივიდეს, ამის ფიქრები, როგორ ვიკლავ თავს. ეს ყველაფერი კედელზე კადრებად მიდიოდა, მივხვდი, რომ ეს არ მომწონდა. 

ბავშვი მყავდა მაშინ პატარა და უფლება არ მქონდა, ამიტომ ავდექი და ვთქვი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ყველაფერი მეზარებოდა, სახლიდან გასვლა, სპექტაკლებზე წასვლა“, – ამბობს მსახიობი ნატუკა გულისაშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“.

შესაძლოა დაგაინტერესოთ