“უკადრებელი იკადრეს… თუ ვინმეს ჰგონია, რომ აი, ეს სიმდაბლე რომელიმე ბასლანძეს გააჩერებს, მაგრად ცდება!” – რას წერს ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში

“უკადრებელი იკადრეს… თუ ვინმეს ჰგონია, რომ აი, ეს სიმდაბლე რომელიმე ბასლანძეს გააჩერებს, მაგრად ცდება!” – რას წერს ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში

“გუშინ უკადრებელი იკადრეს და ბავშვის ფოტოები დამირეპორტეს ნაკრებთან გადაღებული…” – ამის შესახებ პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან წუ­ხელ “თე­ატ­რში” გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც მათ­თვის სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა გა­ი­მარ­თა. ად­გი­ლი­დან ფო­ტო­ები ლაშა ბას­ლან­ძემაც გამოაქვეყნა. ფოტოებზე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და მისი შვი­ლი არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი.

“აი, ეს სიმდაბლე რომელიმე ბასლანძეს გააჩერებს თუ გონია ვინმეს, მაგრად ცდება! პირიქით უფრო გვაძლიერებს და უფრო მართალს ხდის ჩვენს დამოკიდებულებას უღმერთოების მიმართ!

არ გაჩერდე საქართველო! როდის ყოფილა გასათელელი გზა მარტივი? ან ამ გზაზე სიარულის არჩევანი, წრუწუნების წკმუტუნით გადაეფიქრობენოს ვინმეს? რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!

ეროვნული ნაკრებმა გვასწავლა თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ემოციები და იფიქრო ცივი გონებით…თუნდაც ასეთ მომენტებში როცა საქმე შვილის გაბრწყინებულ სულს ეხებოდეს… გვიყვარხარ საქართველო!” – წერს ბასლანძე.