რას აცხადებენ ბუდუ ზივზივაძე და მისი მამა დიმა ობოლაძესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე

ბუდუ ზივზივაძე და მისი მამა კახა ზივზივაძე ეხმიანებიან დიმა ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ეხმიანება „ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მას სიტყვა არ მისცა.

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ.

„მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს… მადლობა, რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ“, – წერს ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე Facebook-მომხმარებელთა ნაწილის მტკიცებაზე, რომ საზეიმო შეკრებისას წამყვანმა დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

მანამდე გავრცელებული დეზინფორმაცია უარყო თავად ობოლაძემაც, მისი ვიდეომიმართვა ნახეთ ქვემოთ:

შესაძლოა დაგაინტერესოთ