ესპანელი ფეხბურთელი ქართველმა გულშემატკივარმა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია (ვიდეო)

ესპანელი ფეხბურთელი ქართველმა გულშემატკივარმა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლით დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა, საბოლოოდ, საქართველო 1:4 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 9 „სეივი“ დააგროვა, ტურნირის განმავლობაში კი მან 30-ჯერ მოიგერია კარში დარტყმული ბურთი, თუმცა 75 წუთზე ნიკო უილიამსის გატანილი ბურთი ვერ აიცილა. ესპანეთის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა კი გოლი სპეციალური ჟესტით აღნიშნა, რასაც ვირტუალურ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მიქაუტაძის ჩინური ვერსია – არც ჩინურია და არც მას ჰბაძავს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი გულშემატკივარი უილიამსს პლაგიატში სდებდა ბრალს, მას მიქაუტაძის გოლის აღნიშვნის რიტუალი არც მოუპარავს და არც დაუცინია. ფეხბურთელის „ინსტაგრამგვერდზე” 2020 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ის გოლის გატანას მსგავსი ჟესტით აღნიშნავს.

ფეხბურთელმა ბოლო 4 სეზონში 11 გოლი გაიტანა და მათგან არცერთი მიქაუტაძის მსგავსი ჟესტით არ აღუნიშნავს.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მისი ისტორია ასეთია – როდესაც გიორგი ლიონში თამაშობდა, მათ უთხრეს, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა. ახლა ყველა გატანილ გოლს ამ ჟესტით აღნიშნავს, რაც ნიშნავს: “შორიდან კარგად დამაკვირდი”. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გიორგის ეს ჟესტი საზოგადოების მცირე ნაწილმა კრიტიკის საგნად აქცია და ის სატანიზმთან კავშირში დაადანაშაულა.