იტალიური გამოცემა LazioNews24 იუწყება, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დამატება რომის “ლაციოს” და “ტორინოს” სურთ. აღნიშნულის შესახებ იტალიური სპორტული გამოცემა La Stampa წერს.
სტატიის თანახმად, მოლაპარაკებები საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და Levante UD-ის 25 წლის ნახევარმცველის აგენტთან უკვე დაწყებულია, ასევე ფეხბურთელით დაინტერესებულია Torino FC, რომელიც ტრანსფერით ქოჩორას Lazio-ს გადაწყვეტილების შემდეგ მიმართავს.