წყალში შევიდა, რათა გოგონა გადაერჩინა, რომელმაც ცურვა არ იცოდა… – ვინ აღმოჩნდა ბიჭი, რომელმაც თავი გაწირა?

კვა­რი­ათ­ში ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ჩი­ნო მა­კა­რი­ძეა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ის დას­თან და სტუ­მარ გო­გო­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ზღვა­ზე. ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა სა­ჩი­ნო ერთ-ერთი გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ცურ­ვა არ იცო­და.

“სა­ჩი­ნოს­ნა­ი­რი ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცოტა შემ­ხვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში.ზედ­მე­ტად კე­თი­ლი იყო, სულ გი­ღი­მო­და და ცდი­ლობ­და რა­ი­მე ისე­თი გა­ე­კე­თე­ბი­ნა რაც სი­ხა­რულს მო­გი­ტან­და. არ მინ­და ამ სი­უ­ჟე­ტის გახ­სნა, ვიცი მას­ზეა, არა­ფერ ტრა­გი­კულს არ იმ­სა­ხუ­რებ­და ეს ბიჭი. არც ის გა­მიკ­ვირ­და რომ სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ი­მე­ტა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­ნის­ვე­ნებს იქ, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ.მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა მის სულს…

ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­დი სხვებს და შენი ბოლო წუ­თე­ბიც სხვის გა­დარ­ჩე­ნა­ში გა­ა­ტა­რე. ბოლო წუ­თამ­დე იმე­დი მქონ­და, რომ ოჯახს ცო­ცხა­ლი და­უბ­რუნ­დე­ბო­დი მაგ­რამ ეს იმე­დიც გაგ­ვიქ­რე შენი ლა­მა­ზი სუ­ლის­თვის ვი­ლო­ცებ ღმერ­თმა ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს” – წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ