გიორგი მამარდაშვილის შოკისმომგვრელი კომენტარი ესპანეთთან მატჩამდე – ეს ყველამ უნდა ნახოს!!!… (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ესპანეტთან მატჩამდე პირველ კომენტარს აკეთებს.

“ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს ჩვენ შეტევაში, ამიტომ ფრთხილად იყვნენ” – გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ესპანეთთან მატჩამდე.

ცნობისთვის, 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კი, ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა,რითიც F ჯგუფიდან გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში “ჯვაროსნები” ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შესაძლოა დაგაინტერესოთ