ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გავრცელებული ინფორმაციით მონაკოში გადადის.
“ჟორჟი ჩვენი ოჯახის სიამაყეა, საფრანგეთშიც და საქართველოშიც“ – ასე იწყება მიქაუტაძის მშობლებთან ინტერვიუ, რომლებიც შვილის ფენომენზე საუბრობენ
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ საუკეთესო ბომბარდირთა სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. მან სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.
გიორგი მიქაუტაძე იგივე ჟორჟი, როგორც მას მეორე სამშობლოში ეძახიან, ამ სეზონის ნაკრების ვარსკვლავია. ფრანგული მედიაში გამოქვეყნდა მისი მშობლების ინტერვიუ, რომლებიც წარმატებულ შვილზე საუბრობენ.
ნათია და ლაშა მიქაუტაძეები ბედნიერი მშობლები არიან: “ჟორჟი ჩვენი ოჯახის სიამაყეა, საფრანგეთშიც და საქართველოშიც“ – ასე იწყება მიქაუტაძის მშობლებთან ინტერვიუ, რომლებიც შვილის ფენომენზე საუბრობენ.
ფეხბურთელის მშობლები თბილისიდან არიან. “პირველი სიტყვა, რომელიც შეგვიძლია გითხრათ, სიამაყეა”, – ამბობენ ისინი ერთხმად.
“ჟორჟი გარშემორტყმულია ისეთი ხალხით, ვინც მას აფასებს და უყვარს”, – დასძენს დედა.
კოვიდ პანდემიის პერიოდში შვილის ნახვას ხშირად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ გიორგი ყოველთვის ხაზზე იყო.
“საბედნიეროდ, კომუნიკაციის საშუალებები საშუალებას გვაძლევს რეგულარულად ვიყოთ კონტაქტზე. ის ყველაფერს გვიყვება“, – დასძენს მოთამაშის მამა, ლაშა, ყოფილი მოყვარული ფეხბურთელი საქართველოში.
მიქაუტაძის მშობლებს შვილის წარმატება არ უკვირთ. “ის პატარაობიდან, ლიონში, სენ-პრისტში თუ მეცში, ყოველთვის ბევრ გოლს იტანდა”, – აღნიშნავს მამამისი, რომელიც მისი პირველი მწვრთნელი იყო.
“სახლში, დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, ის მუდმივად თამაშობდა, მე ვუთხარი: შენ ფეხბურთელი გახდები“ – ამბობს ლაშა მიქაუტაძე.
ძველი გონესის სტადიონთან მცხოვრებმა ჟორჟმა პირველი ნაბიჯები საკლუბო დონეზე სწორედ FC Gerland-ში გადადგა. “8 წლის ასაკში ის ლიონმა შეამჩნია“, – ამბობს ნათია.
“ბავშვობაში ბედნიერი, კომუნიკაბელური, გულუხვი და პატიოსანი ბიჭი იყო, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთს უყურებდა. რომ იცოდეთ, რამდენჯერ გატეხა მისაღების კარი”, – იხსენებს ნათია.
მოზარდობაში ფეხბურთი უკვე მისი ცხოვრება გახდა. მატჩები და ტურნირები, ვარჯიში. “ერთხელ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და დაჟინებით მოითხოვდა ვარჯიშზე წასვლას. მაგრამ ჩვენ არ გავუშვით თამაში! მუდმივად სტადიონზე იყო, მზეში, სიცივეში თუ წვიმაში…“
“ის ყოველთვის ასეთი იყო, არასოდეს ნებდება. შეიძლება იმედგაცრუებული იყოს, მაგრამ ის მუდმივად მუშაობს წინსვლისთვის.”
“ყველაფერს, რაც მას ემართება, ჩვეულებრივად იღებს“ – ამბობს მამა.
“მეცში” გადასვლისა და (“ძნელი იყო მისი წასვლის ყურება 17 წლის ასაკში, მაგრამ ეს მისთვის არასოდეს დაგვინახებია, როგორ იმოქმედა”) ჩატარებული სრული სეზონის შემდეგ, ჟორჟის მშობლები ამაყები არიან. ასევე გაუხარდათ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რომელსაც ვილი სანიოლი წვრთნის.
“ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მან მიიღო შეთავაზება ეროვნული ნაკრებიდან “, – განმარტავს ნათია, “მაგრამ მან მაშინვე უპასუხა მწვრთნელს (მაშინდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი), რომ მას დრო სჭირდებოდა. მარტში ვილი სანიოლმა დაურეკა, დაელაპარაკა”, – აგრძელებს ნათია.
ის უკვე პოპულარულია საქართველოში
“რამდენიმე გადაცემა გაკეთდა მასზე, არ გვინდა, რომ დაივიწყოს თავისი წარმომავლობა. მას მთელი ქვეყანა ელოდა და უამრავი შეტყობინება მიიღო. გიორგის საქართველოს ნაკრებში ნახვის მოლოდინი დიდი იყო.”
წარმატებული მატჩის შემდეგ ბედნიერი მამა ლაშა მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს:
“გენაცვალეთ, ასეთი მაგრები რომ ხართ ბიჭებო. ვისურვებდი სულ ესეთ ფორმაში მენახეთ და კიდევ უფრო წარმატებულები.
გიორგი, შენ შემოგევლე რომ სისხლი აგვიდუღე. ეს სიხარული გვაჩუქე ჩვენ და სრულიად საქართველოს ყველა ბედნიერია…“