20 წლის გოგონა გაუჩინარდა: რა ინფორმაცია გავრცელდა?

დაიკარგა 20 წლის ნინიკო გიორგაძე. ის სახლიდან 26 ივნისს გავიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე აღარ გასულა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობელი ნათია გვანცელაძე ავრცელებს. 

„გთხოვთ, გაავრცელეთ. ვეძებთ! დაიკარგა ნინიკო გიორგაძე, 20 წლის. სახლიდან გავიდა 26 ივნისს, დაახლოებით, დღის 4-5 საათისთვის. კონტაქტზე აღარ გამოსულა. გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 597 33 43 29“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შესაძლოა დაგაინტერესოთ