“ვისურვებდი, ინგლისი საქართველოს მსგავსად თამაშობდეს”, “ტურნირის საუკეთესო თამაში”, ” მართლაც თავისი ქვეყნისთვის თამაშობენ”… – რას წერენ ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიოდან

“ვისურვებდი, ინგლისი საქართველოს მსგავსად თამაშობდეს”, “ტურნირის საუკეთესო თამაში”, ” მართლაც თავისი ქვეყნისთვის თამაშობენ”… – რას წერენ ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიოდან

საქართველომ პორტუგალიის დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის ისტორია დაწერა და მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა! ქართველი ფეხბურთელების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ სპორტული გამოცემები და ფეხბურთის სპეციალისტები. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა ამ სპორტის რიგითი გულშემატკივრებიც არ დატოვა გულგრილი – „ნეტავ ინგლისიც ასე თამაშობდეს“, „საქართველო ტურნირის საუკეთესო გუნდია“, „ეს, ტურნირის საუკეთესო“ თამაში იყო“ – სხვადასხვა სპორტული გამოცემის პოსტების კომენტარების გრაფაში, უცხოელი ინტერნერმომხმარებლების არაერთ მსგავს შეფასებას შეხვდებით.

Newshub.ge-მ თავი მოუყარა იმ კომენტარების ნაწილს, რომლებშიც სპორტის მოყვარულები ღიად გამოხატავენ საქართველოს ნაკრების მიმართ დიდ სიმპათიებს და ქვეყანას ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ.

ძალიან დამსახურებული გამარჯვება. თქვენმა გუნდმა უდიდესი ენთუზიაზმით, სულისკვეთებით და ოსტატობით ითამაშა. მათ ყველაფერი გაიღეს და იმაზე მეტიც, ვიდრე შეეძლოთ. დამსახურებული გამარჯვებულები. დღეს მათთან ზეიმია. ფანტასტიკური თამაში იყო. მოგესალმებით ინგლისიდან.

მათ ეს დაიმსახურეს. ისინი აუტსაიდერები იყვნენ და მაინც გამარჯვებისთვის იმუშავეს, როცა პორტუგალია მთელი თამაში მიძინებული იყო. იმედი მაქვს, რონალდოს ანტონიო სილვასთან საუბარი ექნება, რომ თავისი უსიამოვნო თამაში გადალახოს.

ანგარიში, რომელსაც არავინ მოელოდა. ჯერჯერობით, ტურნირის საუკეთესო თამაშია.

საქართველომ კარგად ითამაშა.

„ყოჩაღ საქართველო. პორტუგალია რას აკეთებდა? შესანიშნავი თამაში“.

„დიდებული პერფორმანსი საქართველოსგან. სრულად დამსახურებული გასვლა ტურიდან“. 

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ ვისურვებდი, ინგლისი საქართველოს მსგავსად თამაშობდეს. რა ღამე ჰქონდათ!.

საქართველო ტურნირის საუკეთესო გუნდია და დღეს, ტურნირის საუკეთესო თამაში იყო.

აი გუნდი, რომელიც მართლა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს. შესანიშნავი მატჩი, რომლის ყურაბაც ნამდვილად ღირდა (განსხვავებით….).

საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

წყარო: newshub.ge