გიჟური ღამის ქრონიკა საქართველოში ! ნახეთ როგორ ზეიმობს მთელი ქვეყანა ნაკრების მერვედფინალში გასვლას (ფოტოები)

გიჟური ღამის ქრონიკა საქართველოში ! ნახეთ როგორ ზეიმობს მთელი ქვეყანა ნაკრების მერვედფინალში გასვლას (ფოტოები)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, გერმანიის ქალაქ გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. მსაჯის სასტვენისთანავე მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმი დაიწყო. ყველა ქალაქში და დასახლებულ პუნქტში ხალხი ქუჩებში გამოეფინა. გულშემატკივარი თავდავიწყებას მიეცა.