„რატომ გაგეპარათ იმ ღამეს შვილი? ხომ ამბობთ, რომ არ გატყუებდათ?.. წადი და ჰკითხე ჩემს შვილს” – ადვოკატის კითხვა სასტიკად მოკლული გოგოს მამას და სკანდალური პროცესის დეტალები

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გან­მხილ­ველ­მა მო­სა­მარ­თლემ, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბულ ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი გელა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი 100 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ად­ვო­კატს კი­თხვე­ბის კო­რექ­ტუ­ლად დას­მის­კენ მო­უ­წო­და, თუმ­ცა, მან მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მა­მას, კობა ჯა­ვა­ხიშ­ვილს მო­სა­მარ­თლის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად კი­თხვა მა­ინც და­უს­ვა, იცო­და, თუა არა, რომ მისი შვი­ლი და ცინ­დე­ლი­ა­ნი მკვლე­ლო­ბის ღა­მეს ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის შეხ­ვდნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვა, ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­აპ­რო­ტეს­ტა, ვი­ნა­ი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და პო­ზი­ცია, რომ მისი შვი­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და.

მო­სა­მარ­თლემ ად­ვო­კატს თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ნიშ­ვნა მის­ცა, შემ­დეგ კი მო­სა­მარ­თლის მი­თი­თე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­ჯა­რი­მა. ად­ვო­კა­ტის კი­თხვას მოკ­ლუ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მა­მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

“მოწ­მემ შე­მა­გი­ნა, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ”,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა, თა­ვის მხრივ მო­სა­მარ­თლემ მოწ­მე­საც თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ “კო­რექ­ტუ­ლი შე­კი­თხვა იღებს კო­რექ­ტულ პა­სუხს”.

ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, “რა­ტომ გა­გე­პა­რათ იმ ღა­მეს შვი­ლი, თუ ამ­ბობთ, რომ ის არას­დროს გა­ტყუ­ებ­დათ”, კობა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა -“წადი და კი­თხე ჩემს შვილს”, რა­საც ად­ვო­კატ­მა ასე უპა­სუ­ხა – “შენ უფრო ახ­ლოს ხარ და კი­თხე”.

დაც­ვის მხა­რის კი­თხვე­ბამ­დე მოკ­ლუ­ლის მამა, ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­კი­თხა.

“ქე­თის თვა­ლი ჰქონ­და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი და ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ვა­ტყუა, რომ ფან­ჯა­რას მი­არ­ტყა. რო­გორც გა­ირ­კვა, ბრალ­დე­ბულ­მა გა­არ­ტყა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ქეთი გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი იყო. იმ დი­ლით ქეთი ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობ­და, მაგ­რამ ზარი გა­დი­ო­და. 10 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, სახ­ლი­დან რომ გა­ვე­დი, მე­ზო­ბელ­მა და­მი­ძა­ხა, მკვდა­რი აგ­დი­აო, მაღ­ლი­დან და­ვი­ნა­ხეო, ბიჭი მე­გო­ნა, სას­წრა­ფოს და­უ­რე­კეთ-მეთ­ქი. ორ­მო­ში ზედა მხრი­დან და­ვი­ნა­ხე, დავ­ბრუნ­დი, ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ცო­ცხა­ლია და რამე საშ­ვე­ლი იყოს-მეთ­ქი, გრძე­ლი თმე­ბი და­ვი­ნა­ხე, სა­ხით ძირს იყო, გად­მო­ვატ­რი­ა­ლე და ჩემი შვი­ლი იყო, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი. “ჯემპრი” ჰქონ­და აწე­უ­ლი, წე­ლის და ყე­ლის არე­ში ჰქონ­და დიდი ჭრი­ლო­ბა, სახე და ხე­ლე­ბი და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და….ეს გვე­ლი ყო­ფი­ლა და არა ნა­თე­სა­ვი, გულ­შიც ვერ გა­ვივ­ლებ­დი ამას”,- გა­ნა­ცხა­და კობა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა ასე­ვე მოკ­ლუ­ლის დე­დამ, ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. მან მისი შვი­ლის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ზე არ­სე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალ­დე­ბულ­მა მი­ა­ყე­ნა.

“სიჩ­ქა­რე­ში და­ვარ­ტყი ფან­ჯრის სა­კეტ­სო, მი­თხრა და თვა­ლი ჰქონ­და გა­სი­ვე­ბუ­ლი. ქე­თის მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, მშობ­ლებს ვერ გა­ვუმ­ხი­ლე და ეს ტრავ­მა ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა მო­მა­ყე­ნა, დე­და­მი­სი რომ არ შეს­წრე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­კა­ლიო”,- გა­ნა­ცხა­და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ფსი­ქო­ლოგ­თან და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. დე­დის თქმით, მას შვილ­მა უთხრა, რომ ისე­თი პი­როვ­ნე­ბა მოს­წონ­და, რო­მელ­ზეც ის უარს ეტყო­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოკ­ლუ­ლის დე­დამ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა სას­ჯე­ლის ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ცინ­დე­ლი­ა­ნი უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ