ახალქალაქში ქალმა ქმარი დანით დაჭრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცოლმა ქმარი თავდაცვის დროს დაჭრა.
მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, წინასწარი გამოძიების შედეგად, მამაკაცი მუდმივი ძალადობისა და ქალის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
საქმე 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახური ძალადობისთვის დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 2 წლის ვადით ითვალისწინებს.