„მე ბავშვობა არ მქონია, დადებითს ვერაფერს გავიხსენებ, გარდა იმ პერიოდისა, როცა სტუმრად დავდიოდით“ – ვის აბრალებს ბავშვობის უმძიმეს წლებს სალომე უშხვანი?

სალომე უშხვანი “თბილისელებთან” ურთიერთობაში საკუთარი ცხოვრების მძიმე მომენტებს იხსენებს.

„მამას სმა უყვარდა. რადიკალურად სხვანაირია ფხიზელი, მაგრამ სულ სხვაა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამის გამო ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ზუსტად იმიტომ მქონდა ცუდი ბავშვობა, რომ მამა ხშირად იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კვირაში რამდენიმე დღე იყო ასეთ მდგომარეობაში და გვიწევდა აგრესიის ყურება. ამიტომ ვამბობ, რომ მე ბავშვობა არ მქონია, დადებითს ვერაფერს გავიხსენებ, გარდა იმ პერიოდისა, როცა სტუმრად დავდიოდით. მატერიალურადაც არ ვიყავით სახარბიელო მდგომარეობაში და ამიტომაც წავიდა დედა ემიგრაციაში. 

ყველაფრის მიუხედავად, მამა ძალიან მიყვარს, რადგან ალალი, უბრალო და კარგი ადამიანია. დღეს მასთან იშვიათად ვკონტაქტობ. როცა ვურეკავ, ხისტი საუბარი გამოგვდის, მაგრამ ტელეფონს რომ ვთიშავ, მაინც მეტირება.

დედას და მამას შორის სულ დაძაბულობა იყო. ამიტომ, მე არასდროს ვიქნები კაცთან, რომელიც ჩემს შვილებს დისკომფორტს შეუქმნის. ამის გამო დავანგრიე ოჯახი.

რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. ის ძალიან ეგოისტურად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, ძალიან ეჭვიანი იყო. ხშირად გვქონდა კონფლიქტური სიტუაციები ეჭვიანობის საფუძველზე. ფინანსური პრობლემებიც იყო, მაგრამ მირჩევნია, ამაზე თვალი დავხუჭო, თუ სიმშვიდე მექნება. ეს ურთიერთობა ჩემი ინიციატივით დასრულდა, რადგან გაუსაძლისი იყო ცხოვრება ადამიანთან, ვისთანაც მუდმივად კონფლიქტი გაქვს. არც იმის სურვილი მქონდა, ეს ბავშვებს ეყურებინათ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რა მძიმეა ეს. ჩემი ბავშვობა კარგად არ მახსენდება“,  – განაცხადა სალომე უშხვანმა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ