„ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ დაანებონ ქოცობას თავი, თვითონ ხვიჩას კი მოვუწოდებ…“ – ნათელაშვილის გამაოგნებელი განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პორტუგალია-საქართველოს თამაშის წინ მოულოდნელ მიმართვას ავრცელებს:

“ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ დაანებონ ქოცობას თავი და ნუ ჩაითრევენ ამ წუმპეში ამომავალ ვარსკვლავსაც. თვითონ ხვიჩას კი მოვუწოდებ პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს იმაზე ტრამვის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როდესაც საკუთარი ინტერესები მეორე პლანზე უნდა გადაიტანოს.სწორედ ეს დღეა ხვალ ქართული ფეხბურთისა და სრულიად საქართველოსთვის. ასევე დიდი იმედი მაქვს,რომ ხვალ, ასევე ბუდუს თამაშით დატკბება ჩვენი და მსოფლიო საზოგადოება”, – წერს ნათელაშვილი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ