25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ხელოვნებასთან დაახლოების სურვილს იგრძნობთ, ამიტომ ეცადეთ ქალაქის ყველა მუზეუმი თუ საგამოფენო დარბაზი მოინახულოთ ან რაღაც ლამაზის და გამორჩეულის შექმნა სცადოთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

კურო

ამ დღეს ყველაზე მეტად მოძრაობა გჭირდებათ. შეგიძლიათ, შესვენების დროს შენობიდან გასვლა და ფეხით გასეირნება სცადოთ. სუფთა ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

ტყუპები

მორცხვობა ზოგჯერ წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. საჯარო გამოსვლის შიში გაიძულებთ საინტერესო შემოთავაზებებზე უარი თქვათ. დროა, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ. სიმორცხვის დაძლევისა და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის საკუთარ ხანგრძლივი მუშაობა დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები მეტი აქტიურობისკენ მოგიწოდებენ. ახლა იმდენი ენერგია გაქვთ, რომ შეგიძლიათ ახალი პროექტები დაიწყოთ და წარმატებას მიაღწიოთ. ის, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ. ამისთვის გჭირდებათ ცოტა მეტი თავდაჯერება. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ეს ურთიერთობა განახლდება თუ არა.

ლომი

ამ დღეს იუმორის გრძნობა ახალ კამპანიაში, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. ნუ ნერვიულობთ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებთ – თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით – მისი ასრულების დროა.

ქალწული

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მავნე ჩვევებს ომი გამოუცხადოთ. გრძნობთ, რომ ბოლო დროს ეჭვიანი გახდით. შეეცადეთ, ამის ნამდვილი მიზეზი გაიგოთ. დროა საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები გააანალიზოთ და სამოქმედო გეგმა დასახოთ. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან და პარტნიორებთან შეათანხმოთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა საზოგადებრივი მუშაობისთვის. შესაძლოა, კონკურენტთან დაპირისპირება გამწვავდეს. მზად იყავით იმისთვის, რომ ოპონენტი თავის სასარგებლოდ ძალიან დამაჯერებელ არგუმენტებს წარმოადგენს. შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ.

მორიელი

სიახლემ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ემოციებს სწრაფად გაუმკლავდებით და ყველა პრობლემას მოაგვარებთ. ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში ისეთი პერიოდია, როდესაც საერთო ენას ოჯახის ყველა წევრთან ადვილად პოულობთ. შეეცადეთ ეს მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ. სასურველია, რომ დაგეგმილი მოგზაურობა რამდენიმე დღით გადადოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება დაბნეულობის და უყურადღებობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. განსაკუთრებულად ფულს და საბუთებს უნდა გაუფრთხილდეთ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოთ. ეცადეთ, თქვენი პროფესიული დონე გააუმჯობესოთ და ახალი უნარები შეიძინოთ – ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

თხის რქა

საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და შორეული მგზავრობისთვის არახელსაყრელი დროა. უმჯობესია ამისთვის მზადება დაიწყოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ. თქვენი ფეთქებადი ხასიათი და მუდმივი კამათი მენეჯმენტთან ურთიერთობაში ხელს გიშლით. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

მერწყული

უახლოეს ხანებში შეიძლება ტყუილსა და ინტრიგას შეეჯახოთ. ამაში მონაწილეობა თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამიტომ თავი აარიდეთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ჭორაობენ და ინტრიგებს ხლართავენ. გამორიცხული არ არის, რომ მათმა „საქმიანობამ“ თქვენი ინტერესები დააზარალოს. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ, მოერიდეთ დაუსაბუთებელ კრიტიკას და უმიზეზოდ გული არავის ატკინოთ.

თევზები

ამ დღეს იმდენად თავდაჯერებული ხართ, რომ შეიძლება ვიღაცას თქვენი ქცევა აგრესიულად მოეჩვენოს. გახსოვდეთ, რომ საყოველთაოდ მიღებულ წესებს უნდა დაემორჩილოთ და ყველა საკითხი დამოუკიდებლად, სხვების მხარდაჭერის გარეშე მოაგვაროთ. თქვენს ცხოვრებაში სიახლის ნაკადი შემოიჭრება. შესაძლოა, ეს რაღაც ახალი, უჩვეულო გრძნობა იყოს.

funtime.ge