მართვის მოწმობა უვადო აღარ იქნება – რამდენ ხანში მოგიწევთ საბუთის თავიდან აღება და რა დაჯდება გამოცვლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.

C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.

საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა).

მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში მართვის მოწმობის გამოცვლას 15 ლარად შეძლებთ.

მოწმობის შესაცვლელად საჭიროა წარადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაცვლელი მართვის მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის.

შესაძლოა დაგაინტერესოთ