გმირად ქცევის დაკარგულმა შანსმა საბა ლობჟანიძე აატირა –  “ლობოს” წარმატებული ამერიკული კარიერა, ქორწინება ჩცდ-ს მსახიობთან და პირველი შვილის მოლოდინი

გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ნაკ­რე­ბის წევ­რის საბა ლობ­ჟა­ნი­ძის ცრემ­ლებ­მა გულ­გრი­ლი არ და­ტო­ვა. ფეხ­ბურ­თე­ლი ბოლო მო­მენ­ტში გაშ­ვე­ბულ სა­გო­ლე შანსს გა­ნიც­დი­და. სა­ბას­თან და­სამ­შვი­დებ­ლად ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ვილი სა­ნი­ო­ლიც მი­ვი­და.

ლობ­ჟა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია.

29 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. საბა ათი წლი­დან ნორ­ჩი “დი­ნა­მო­ე­ლი” იყო და მისი საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რაც თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­ში” და­ი­წყო.

2017 წლის ივ­ნის­ში ლობ­ჟა­ნი­ძემ და­ნი­ურ “რან­დერსთან“ სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. 2018 წლის აპ­რილ­ში, ექვს თა­მაშ­ში ლობ­ჯა­ნი­ძემ ექ­ვსჯერ გა­ი­ტა­ნა “რან­დერ­სის­თვის”, მათ შო­რის ჰეთ-თრი­კი “სონ­დე­რის­კეს­თან”, რა­მაც მას თვის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის წო­დე­ბა მო­უ­ტა­ნა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის. ის ასე­ვე, ორ­ჯერ და­სა­ხელ­და და­ნი­ის სუ­პერ­ლი­გის კვი­რის გუნდში.

2020 წლის 30 იან­ვარს ლობ­ჟა­ნი­ძემ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა თურ­ქულ კლუბ MKE Ankaragücü-სთან. 2021 წლის ივ­ნის­ში კი ხელი მო­ა­წე­რა სამ­წლი­ან კონ­ტრაქტს “ჰა­ტა­ის­პორ­თან”, მას შემ­დეგ რაც “ან­კა­რა­გი­უ­ჯი­უ­ში” სუ­პერ ლი­გი­დან დაქ­ვე­ით­და.

თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ და 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში “ჰა­ტა­ის­პო­რის” ლი­გი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, ლობ­ჟა­ნი­ძე “ფა­ტიჰ კა­რა­გუმ­რუკს­ში” იჯა­რით სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე გა­და­ვი­და.

2023 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში კი ამე­რი­კა­ში MLS-ის კლუბ “ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტედ­ში” სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით გა­და­ვი­და. მალე “ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დის“ პრეს­სამ­სა­ხურ­მა გუნ­დის ახალ­წვე­უ­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ ავირ­ჩიე “ატა­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დი”? იმი­ტომ, რომ ეს არის კარ­გი გუნ­დი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით.

მე თბი­ლი­სე­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან. ჩემი ქვე­ყა­ნა ულა­მა­ზე­სია. იქ ყვე­ლა­ფე­რია – მთა, ზღვა, დი­დე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბა… ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო…

მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სპორ­ტი. ჯერ კი­დევ ჩემი უფ­რო­სი ძმე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ, მაგ­რამ მათ არ ჰქო­ნი­ათ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა. ფეხ­ბურთზე რომ შე­ვე­დი, მხო­ლოდ 4 წლის ვი­ყა­ვი. მა­შინ­დელ ამ­ბებს რომ ვიხ­სე­ნებ, სხვე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ – 5, 6, 7 წლი­სა­ნი… მათ შო­რის მე ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი…

ჩემი მეტ­სა­ხე­ლია “ლობო”. ასე მე­ძა­ხი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში. ჩემი გვა­რის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. ან ეს, ან საბა… სა­კუ­თარ თავს რო­გორ და­ვა­ხა­სი­ა­თებ­დი? ჩემი აზ­რით, ვარ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, მშრო­მე­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი…

ვარ გა­რე­მარ­ბი. ჩემს მთა­ვარ ამო­ცა­ნად მი­მაჩ­ნია “ბოლო პა­სის” გა­კე­თე­ბა. ამა­ვე დროს, ვარ სწრა­ფი და გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ ამ თვი­სე­ბე­ბით გუნდს გა­მო­ვად­გე. მიყ­ვარს გა­ტა­ნა და მჯე­რა, რომ ამას მო­ვა­ხერ­ხებ.

როცა რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, ასეთ დროს ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი კი­დევ უფრო მეტი ვარ­ჯი­შია. როცა გუნდთან ერ­თად ხან­გრძლი­ვი ვა­დით მი­წევს მგზავ­რო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვცდი­ლობ, და­ვი­ძი­ნო. თუ ამას ვერ ვა­კე­თებ, მა­შინ ვუს­მენ მუ­სი­კას, ან თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი…

…საყ­ვა­რელ კერ­ძად, ალ­ბათ, მა­კა­რონს და­ვა­სა­ხე­ლებ. მიყ­ვარს სპა­გე­ტი და ვამ­ზა­დებ კი­დეც. სა­უ­კე­თე­სო ტე­ლე­შო­უდ კი ალ­ბათ “სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შებს” მი­ვიჩ­ნევ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა საყ­ვა­რელ ფილ­მს, “ფო­რესტ გამ­პი” – ძვე­ლია, მაგ­რამ კარ­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტუ­ებს. მკლავ­ზე მე ფრთა მა­ხა­ტია. მას არ აქვს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა. უბ­რა­ლოდ, მე მომ­წონს. მაქვს ან­გე­ლო­ზის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მა­წე­რია ჩემი და­ბა­დე­ბის წლის თო­რის ჩა­ქუ­ჩი “მარ­ვე­ლი­დან”. როცა გა­მაქვს, გოლს მა­ჯა­ზე და­ხა­ტუ­ლი სა­ა­თით აღ­ვნიშ­ნავ. მიყ­ვარს სის­წრა­ფე და ამას უკავ­შირ­დე­ბა კი­დევ ერთი ტატუ – ელვა. მო­მა­ვალ­ში ალ­ბათ კი­დევ გა­ვი­კე­თებ…”

სა­ბას ამე­რი­კულ კლუბ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, გო­ლე­ბიც გა­აქვს და სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რი­საც ხში­რად ხვდე­ბა.

ფეხ­ბურ­თე­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სამი მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლი­დან სამ თვე­ში ამე­რი­კუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა, საყ­ვა­რელ ქალს სალი კე­რა­ტიშ­ვილს სტა­დი­ონ­ზე სთხო­ვა ხელი.

გო­გო­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან“ გა­იც­ნო, სა­დაც ის “შა­გუს” შეყ­ვა­რე­ბულს თა­მა­შობ­და.

წყვი­ლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და უკვე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბა.

წყარო: .ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ