29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადადის და ჩვეულ რეჟიმს 15 სექტემბრიდან დაუბრუნდება. – ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
„28 ივნისის ჩათვლით, როგორც ვემსახურებოდით მგზავრებს, ისე მოვემსახურებით. თან მატჩების პერიოდში ვახანგრძლივებთ ავტობუსების მუშაობას. 26 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებენ. 29 ივნისიდან გადავალთ ზაფხულის რეჟიმზე“ – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.